EN

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 15 თებერვალი – 1 მარტი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, აქცია

ლიდერები/ორგანიზატორი

კომპანიაში დასაქმებულები

მთავარი მოთხოვნა

ხელფასებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება

პროტესტის ადრესატი

საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)

ტრანსპარანტები

„დაგვიბრუნეთ ჩვენი ტყიბული, დაგვიბრუნეთ ჩვენი ქვანახშირი!“ „მოვითხოვთ ხელფასების მატებას“.

პროტესტის შედეგი

კომპანიამ ხელფასების მატების დაპირება გასცა

მნიშვნელოვანი რესურსები

“გამოსვლების ვიდეოკადრები

ტყიბულის მაჟორიტარის სოლიდარობა პარლამენტიდან

„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ“ – ტყიბულელი მეშახტეები მძიმე პირობებზე საუბრობენ https://netgazeti.ge/news/96405/”

2016 წლის 15 თებერვალს ტყიბულში (მინდელისა და ძიძიგურის) მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 40%-ით, 1000 ლარამდე გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – ზამთარში თბილ უნიფორმას -მოითხოვდნენ. მათი თქმით, ამ საკითხებით კომპანიას ჯერ კიდევ დეკემბერში მიმართეს.

17 თებერვალს მათ სოლიდარობა გამოუცხადა სახელისუფლებო პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ. 19 თებერვალს კი მხარდაჭერა აღუთქვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ.

გაფიცვის მე-11 დღეს, დამსაქმებელი საქნახშირი („ჯი-აი-ჯი“) პრესკონფერენციით გამოეხმაურა პროტესტს და თქვა, რომ მზად იყო ულტიმატუმების წაყენების გარეშე მოლაპარაკების დასაწყებად,  მაგრამ იმავე დღეს, 26 თებერვალს ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციაში მეშახტეები და სტუდენტები შეიჭრნენ

1 მარტს ტყიბულში გაფიცვა შეწყდა. შეთანხმების დოკუმენტს ხელი საგაფიცვო კომიტეტმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, „ჯი აი ჯი ჯგუფმა“ და ტყიბულის თვითმმართველობამ მოაწერა – ამ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ხელფასების მომატების ვალდებულება აიღო.

Media

საპროტესტო აქცია ტყიბულში, 2016 წელი

საპროტესტო აქცია ტყიბულში, 2016 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება