2019 წლის 2 თებერვალი – 2 აპრილი
ეროვნული
სოციალური პრობლემები
აქცია, გაფიცვა
ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციია უშედეგოდ დასრულდა
სოციალური მუშაკები
გაუმჯობესებულიყო სამუშაო პირობები
ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა
„დაუცველთა დაუცველი დამცველები“, „სოციალური მუშაკი სუპერმენი არ არის“, „მოგვეცით უფლება დავიცვათ“
სოც. მუშაკებმა მიიღეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირება
On.ge – მოგვეცით უფლება, დავიცვათ — სოციალურ მუშაკთა საპროტესტო აქცია
https://go.on.ge/116q
ვახო ქარელის ფოტოები აქციიდან
https://www.facebook.com/media/set/?set=a.10215104607036292&type=3
ინდიგო – 200 საქმე თვეში
https://indigo.com.ge/articles/200-saqme-tvesi”
2019 წლის 25 მარტს, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, სოციალურმა მუშაკებმა, რომელიც ხანდაზმულებს, ბავშვებსა და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ემსახურებოდნენ, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს საზოგადოებას.
გაფიცვას წინ უძღოდა თვენახევრიანი მედიაცია, რომელიც თებერვალში დაიწყო. მათ საკუთარი მოთხოვნების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს 8 თებერვალს წერილობით მიმართეს და ამ დღესვე აქცია გამართეს სამინისტროსთან.
იმ დროს უფროსი სოციალური მუშაკის დარიცხული ხელფასი 1000 ლარი იყო (ხელზე დაახლოებით 768), რიგითი სოციალური მუშაკის – 800 ლარი (ხელზე დაახლოებით 614), ჰქონდათ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, მგზავრობა კი საკუთარი რესურსით უწევდათ.
2019 წლის 27 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ „სამინისტროში მომენტი გაექცათ“, მთელი ამ დროის განმავლობაში კი სოციალური მუშაკები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მათ მძიმე სამუშაო პირობებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც 28 მარტს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
2 აპრილს, დილით ცნობილი გახდა, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტდნენ და სამუშაო ადგილებს უბრუნდებოდნენ, რადგან პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. უთხრეს, რომ განიტვირთებოდა მათი სამუშაო, გამოიყოფოდა ავტომობილები, შეეძლებოდათ ტაქსის სერვისით სარგებლობა, დაემატებოდათ იურისტი, ჩატარდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. შეთანხმება არ იყო მიღწეული ხელფასის საკითხზე.
ერთი წლის შემდეგ 2020 წლის პირველი თებერვლიდან სამსახურიდან 30-მდე სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს მთელი საქართველოს მასშტაბით.