EN

“SoS მოწამლული ჰაერი”

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 22 სექტემბერი – 28 ნოემბერი

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია, ციფრული აქტივიზმი

ლიდერები/ორგანიზატორი

ეკოაქტივისტები

მთავარი მოთხოვნა

ავტომობილების ტექდათვალიერების აღსრულება, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, მშენებლობების შეფუთვა და საწვავის შემოწმება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

ბავშვები ევრ სუნთავენ”, “თბილისის ჰაერი ჯანმრთელობისთვის საშიშია”, “მოწამლულია ჰაერი” “ვიხრჩობით”.

პროტესტის შედეგი

ტექდათვალიერების შემოწმება გამკაცრდა

22 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტსტო აქცია  გაიმართა სახელწოდებით “SoS მოწამლული ჰაერი”. შეკრებილებს პირბადეები, არიწინაღები ეკეთათ, ჰაერის დაბინძურების გამო გამოთქვამდნენ კრიტიკას და ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებდნენ:

  • დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვარიელების ნორმები;
  • მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი და ჩანაცვლდეს გამართული ტრანსპორტით;
  • შემოწმდეს და გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ნორმაზე მეტის შემთხვევაში სწრაფად ჩანაცვლდეს საწვავი;
  • შეიფუთოს მშენებლობები დადგენილი წესის შესაბამისად.

აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტებზე ეწერათ: “ბავშვები ვერ სუნთქავენ”; “თბილისის ჰაერი ჯანმრთელობისთვის საშიშია”; “მოწამლულია ჰაერი”; “ვიხრჩობით”.

30 სექტემბერს აქტივისტები დედა ენის ბაღში შეიკრიბნენ და „ბავშვები ვერ სუნთქავენ“ – ამ გზავნილით გამართეს აქცია.  მოთხოვნები უცვლელი იყო. 

“SoS მოწამლული ჰაერი” – ამავე სახელით აქტივისტებმა ფეისბუქში გვერდიც შექმნეს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ, მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ კანონდარღვევების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინათ. 

3 ოქტომბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდებოდა ყოველკვირეული კვლევა თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად.

18 ოქტომბერს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ თბილისში 200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი იყო გაჩერებული, რადგან ტექდათვალიერება ვერ გაიარეს.

23 ოქტომბერს აქტივისტები შეუფუთავ მშენებლობას ამჯერად თბილისის მერიის წინ აპროტესტებდნენ.

14 ნოემბერს „ასოცირების შეთანხმების” შესრულების ანგარიშში ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ შესაბამისი სტრატეგია შეემუშავებინა. 

29 ნოემბერს თბილისში არსებულ ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადით შენიღბული დახვდათ. თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ “პატივსაცემი ადამიანების ძეგლების პირბადეებით აღჭურვა შეურაცხყოფაა”.

2019 წლის 14 იანვრიდან ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში – ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი“ კამერები აჯარიმებდნენ.

ამის შემდეგ გვერდი “SoS მოწამლული ჰაერი” არააქტიური გახდა და არც აქციების კამპანია გაუგრძელებიათ.