EN

SOS მაესტრო

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 16 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის მიზეზი

მაესტროს მფლობელებს შორის დავა

პროტესტის ფორმები

აქცია

ორგანიზატორი

მაესტროს თანამშრომლები

მთავარი მოთხოვნა

პოლიციამ დაატოვებინოს ტელეკომპანიის შენობა „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს და შენობაში შეუშვან კანონიერი დირექტორი ილია კიკაბიძე

პროტესტის ადრესატი

პოლიცია

ტრანსპარანტები

SOS, ნუცუბიძის N93 – ამ ქუჩაზე დაარბიეს მედია

ვიზუალური ელემენტები

სასტვენები
ფურცლები წარწერით SOS

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

2011 წლის 16 დეკემბერს თბილისში ერთ–ერთ პოლიციის შენობასთან ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები შეიკრიბნენ წარწერით SOS  და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ, რომ პოლიციას ტელეკომპანიის შენობიდან გამოეყვანა „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი და შენობაში შეეშვათ კანონიერი დირექტორი ილია კიკაბიძე.

კონფლიქტი ტელეკომპანიის მფლობელებს და მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის ერთი თვით ადრე დაიწყო. ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი იყო, ის არხს 2009 წლიდან მართავდა. მამუკა ღლონტი მაესტროს 15%-ს ფლობდა და პროდიუსერის ფუნქციას ასრულებდა. ბაჩო (ილია) კიკაბიძე კი არხის დირექტორი იყო.

ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2011 წლის 30 ნოემბერს დილით ადრე ეროსი კიწმარიშვილი  ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე “მაესტროს” შენობასთან დაახლოებით ათი ადამიანის თანხლებით მივიდა, ღობეზე გადაძვრა, შენობაში შევიდა და თქვა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე.

მამუკა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის ოთახში ჩაიკეტა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად.  ეროსი კიწმარიშვილი და მისი რამდენიმე თანმხლები პირი შენობის დანარჩენ ნაწილში იმყოფებოდნენ. 

მოგვიანებით გამოძახებულმა პატრულმა შენობის შესასვლელი ჩაკეტა, თუმცა ტელევიზიის დამფუძნებელმა და რამდენიმე ჟურნალისტმა შენობაში შესვლა და ეთერში გასვლა მაინც მოახერხა.  

მამუკა ღლონტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა ეროსი კიწმარიშვილი იმაში, რომ ის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედებდა და არხზე კონტროლის დამყარება სურდა.  

კიწმარიშვილი ამგვარ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. ის ვარაუდობდა, რომ მამუკა ღლონტს ტელევიზიიდან მისი ჩამოშორება სურდა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა და საჯაროდ გამოთქვა ხელსაყრელი პირობებით „მაესტროს“ დროებით შეძენის სურვილი.

ამ დაპირისპირების შემდეგ „მაესტრო“ რადიო „მაესტროს“ შენობიდან შეზღუდულად მაუწყებლობდა.

ეროსი კიწმარიშვილი ამ დროს “ქართული პარტიის” ხელმძღვანელი იყო. 

Media

მაესტროს თანამშრომლები

მაესტროს თანამშრომლები

2011 წლის 16 დეკემბერი. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

მამუკა ღლონტი და მაესტროს სხვა თანამშრომლები

მამუკა ღლონტი და მაესტროს სხვა თანამშრომლები

2011 წლის 16 დეკემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ეროსი კიწმარიშვილი, 2011 წელი

ეროსი კიწმარიშვილი, 2011 წელი

ფოტო: ნეტგაზეთი