EN

აქცია პრესის ჯიხურებისთვის

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2011 წლის 29-30 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის მიზეზი

პრესის ჯიხურების აღებას და მის ნაცვლად ახალი ჯიხურების აუქციონის გამოცხადება

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

ჟურნალისტები

მთავარი მოთხოვნა

არ შემცირდეს პრესის ჯიხურების რაოდენობა

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

ტრანსპარანტები

SOS მედია საფრთხეშია,
No Newspapers No Democracy
“ჩვენ ვაშუქებთ, სააკაშვილი აბნელებს”

ვიზუალური ელემენტები

ფარნები, რითიც სიმბოლურად ეძებდნენ პრესის ჯიხურებს

მნიშვნელოვანი რესურსები

ტაბულას ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=UcAeL036bSQ&ab_channel=tabulamagazine

პროტესტის შედეგი

მერიას გადაწყვეტილება არ შეუცვლია

მნიშვნელოვანი რესურსები

2011 წლის ოქტომბერში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მერია ახალ პროექტს იწყებდა, რომლის ფარგლებშიც პრესის ძველ ჯიხურებს აიღებდნენ და მათ ნაცვლად თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმებოდა. ამან პრესის ჯიხურების მფლობელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ფასის სიძვირის გამო ისინი აუქციონში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. შედეგად აუქციონში სხვა პროდუქციის გამავრცელებელმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. პრესის ჯიხურები კი აიღეს. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიამ ეს პრესაზე ზეწოლად მიიჩნია. მერიის წარმომადგენლები საპასუხოდ ამბობდნენ, რომ ახალ ჯიხურებში ჟურნალ-გაზეთების გაყიდვაც იქნებოდა შესაძლებელი.

ეს ინიციატივა 29 ნოემბერს ჯერ თბილისის მერიასთან გააპროტესტეს, აქციის მონაწილეებს ხელში გაზეთები ეჭირათ, გულზე კი მიკრული ჰქონდათ ფურცლები, წარწერით „No Press, No Democracy“. 20 დეკემბერს კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან  მივიდნენ იმავე წარწერებით. მერიის ინიციატივა კიდევ ერთხელ 30 დეკემბერს გააპროტესტეს, ამჯერად სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” წინ. სადაც  ჟურნალისტები, ადვოკატები, რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მედიაექსპერტები შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ფარნები, რითიც შეეცადნენ სიმბოლურად მოეძებნათ პრესის რეალიზაციის ის ჯიხურები, რომლებიც თბილისის მერიის პროექტის ”1000 ჯიხურის” ფარგლებში აიღეს. სწორედ ასე, ფანრებით, ლამპრებით და პლაკატებით ხელში, გადაკვეთეს აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას გამზირი და დოლიძის ქუჩის კუთხეში სიმბოლურად იმ ადგილას შეჩერდნენ, სადაც ცოტა ხნით ადრე პრესის რეალიზაციის ჯიხური იდგა. აქციის მონაწილეთა ნაწილს ხელში ეჭირა წარწერები: “ჩვენ ვაშუქებთ, სააკაშვილი აბნელებს”. 

აქციის მიმდინარეობისას გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც სპეციალური უნიფორმა ეცვათ, წარწერით: ”მე მიყვარს თავისუფალი პრესა”. ისინი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებით დატვირთულ ურიკებს დაატარებდნენ.

პროტესტის მიუხედავად, მერიას გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

Media

აქცია გაზეთებით, 2011 წლის 29 ნოემბერი

აქცია გაზეთებით, 2011 წლის 29 ნოემბერი

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება