EN

გაამაგრე გუდიაშვილი

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2011 წლის დეკემბერი – 2014 წლის მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ურბანული

პროტესტის მიზეზი

გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის პროექტში გამარჯვებულის გამოვლენა

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორები

ალექსანდრე ელისაშვილი, ცირა ელისაშვილი

მთავარი მოთხოვნა

დაიწყოს შენობების გამაგრების სამუშაოები და რეაბილიტაციის პროექტის განხილვა საზოგადოების მონაწილეობით

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

ტრანსპარანტები

„შევინარჩუნოთ ავთენტურობა! არა – იმიტაციებს!“ „მოითხოვე ნგრევის შეჩერება“ “გაამაგრე გუდიაშვილი”

ვიზუალური ელემენტები

საქველმოქმედო აქციები, აქცია კონცერტები, სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები
ვიდეო მიმართვები

პროტესტის შედეგი

გაუქმდა ხელშეკრულება მერიასა და ინვესტორს შორის

გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად პროტესტი 2011 წლის მიწურულს დაიწყო. 20 დეკემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ გუდიაშვილის მოედანზე მულტიფუნქციური პროექტი უნდა განხორციელებულიყო. იმავე დღეს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო: „პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება“ და „იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია“.

ამ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, 24 დეკემბერს, გუდიაშვილის მოედანზე აქცია გაიმართა, სადაც 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან მოითხოვდნენ, გუდიაშვილზე მდებარე სახლების გამაგრებას  და განახლების პროექტის საჯარო განხილვას.  

გაამაგრე გუდიაშვილი – ამ მოწოდებით პროტესტი 2012 წლის მაისში განახლდა, როცა შენობების მფლობელმა კომპანიამ „ირაო მაგნატ გუდიაშვილმა“ სამუშაოები დაიწყო. აქციები პერმანენტულად იმართებოდა, აწყობდნენ გამოფენა-გაყიდვებს, მუსიკალურ საღამოებს, პერფორმანსებს, მათ შორის, გამორჩეულად ორიგინალურსაც. მაგალითად,  მხატვარმა ნატალია ნებიერიძემ, მეძუძურმა ქალმა პერფორმანსი მოაწყო – „დედის რძე გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად“. ის საკუთარ რძეს ჭიქებში ასხამდა და 50 თეთრად ყიდდა.

2013 წლის 19 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ გუდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყდა – ამ დღეს თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა „თბილისის განვითარების ფონდმა“ საზოგადოებას აცნობა, რომ მთელი უძრავი ქონება დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს. როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, სამუშაოებზე უარი თავად ინვესტორმა თქვა 2012 წლის 20 დეკემბერს. ამ წერილით ირკვეოდა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ძირითადი შენობების ნგრევა თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის ინიციატივა იყო და მათ პროექტი ამ ფორმით მიყიდა.

2014 წელს „ტფილისის ჰამქარსა“ და მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, მისი მერად არჩევის შემთხვევაში მოედანი ისტორიულ სახეს შეინარჩუნებდა. ნარმანია მერი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნულმა კავშირმა („ICOMOS საქართველო“) შეიმუშავა მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით, 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო რეაბილიტაცია. მოედანი 2021 წლის 26 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.

Media

მუსიკალური აქცია გუდიაშვილზე

მუსიკალური აქცია გუდიაშვილზე

2014 წლის 12 მაისი. ფოტო: ლიბერალი

ძველი შენობა გუდიაშვილის მოედანზე. 2012 წელი

ძველი შენობა გუდიაშვილის მოედანზე. 2012 წელი

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

ნარდის თამაში გუდიაშვილზე

ნარდის თამაში გუდიაშვილზე

2012 წლის იანვარი. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

გამოფენა-გაყიდვა გუდიაშვილზე

გამოფენა-გაყიდვა გუდიაშვილზე

2012 წლის იანვარი. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

გამოფენა გუდიაშვილის მოედანზე

გამოფენა გუდიაშვილის მოედანზე

2012 წლის 3 ნოემბერი. ფოტო: ნეტგაზეთი