2022 წლის 20 ივნისიდან 8 ივლისამდე
საქართველო
პოლიტიკა
აქცია
შიშობდნენ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს
სირცხვილია
პრემიერ-მინისტრის გადადგომა
ხელისუფლება
WE ARE EUROPE
სტიკერებსა და ბანერებზე ეწერა We Are Europe ეჭირათ ევროკავშირის დროშები გაუშვეს უკრაინის ფერებში კვამლი
შედეგი არ მოჰყოლია
“რადიო თავისუფლება-დრონით გადაღებული “”შინ ევროპისკენ””
https://www.radiotavisupleba.ge/a/31913986.html
çivil.ge ფოტოამბავი
https://civil.ge/ka/archives/497229″
2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირმა უკრაინას და მოლოდოვას სავალდებულო პირობების შესრულებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების რეკომენდაცია მისცა, საქართველოს შემთხვევაში კი ჯერ შესასრულებელი 12 მოთხოვნა განისაზღვრა. საბოლოო გადაწყვეტილება ბრიუსელში ივნისის ბოლო რიცხვებში დაგეგმილ სამიტზე უნდა გამოცხადებულიყო.
რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქციის („შინ ევროპისკენ“) 20 ივნისს გამართვა დააანონსა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის („გავრილოვის ღამის“) შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ ჩამოყალიბდა. მათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აქციის გადადებისკენ მოუწოდა, საზოგადოებას კი 16 ივნისს ევროპის მოედანთან შეკრება შესთავაზა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ამ შეკრებას ესწრებოდნენ.
13 ივნისს აქციის 20 ივნისს გამართვას პროვოკაცია უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა: „მთავარი ისაა, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით…“
„გავრილოვის ღამის“ სამი წლისთავზე აქცია „შინ ევროპისკენ“ თბილისის ქუჩებში მსვლელობით დაიწყო, მსვლელობა მოეწყო რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კი, სცენის მოწყობა შუა დღეს დაიწყო. გაზრდილი ხალხის ნაკადის გამო მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მხოლოდ სადგურიდან ამსვლელ მგზავრებს ემსახურებოდა. აქცია რამდენიმე საათს გრძელდებოდა, სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ: ეკა გიგაური („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელ), გიორგი ქადაგიძე (ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი).
აქცია გაიმართა სხვა ქალაქებშიც: ბათუმი, ქუთაისში, ზუგდიდში. დემონსტრანტებს მიტანილი ჰქონდათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, რამდენიმე მათგანს – უკრაინის დროშა.ც მოძრაობა „სირცხვილიამ“ წაიკითხა მანიფესტი.
იმავე დღეს ითქვა, რომ მორიგი აქცია გაიმართებოდა 24 ივნისს, როცა ცნობილი გახდებოდა ევროკავშირის გადაწყვეტილება. 24 ივნისის აქციაზე, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, გაჟღერდა მოთხოვნა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის გადადგომის შესახებ.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებდა რამდენიმე დეპუტატი, რომელთა შესახებაც მალევე გაირკვა, რომ მათი მიზანი „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“ იყო, ეს კი ანტიდასავლური განცხადებები გახლდათ.
3 ივლისს დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია გაიმართა, მის მოსამზადებლად სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონში (ოზურგეთი, ხონი, გორი, თელავი, მარნეული) დაიწყეს შეხვედრები ხალხთან. სტუდენტებს ხელი შეუშალეს თსუ-ს მაღლივ კორპუსთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში. მათ ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მრავალათასიანი აქცია გაიმართა 3 ივლისსაც. ბოლოს, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები მთავრობის ადმინისტრაციისკენ და პარტია „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ, სადაც მათ რამდენიმე ასეული პოლიციელი დახვდათ, ისინი მათ შენობებთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. გადაწყდა, რომ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენებდა ღამეს.
იმ ღამეს აქცია დაიშალა. რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების ნაწილი სოციალურ ქსელებში ბრაზს გამოხატავდა, 8 ივლისს კი „სირცხვილიამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ვერ შეძლეს ადამიანებამდე გეგმის მკაფიოდ მიტანა, საზოგადოებას კი ბოდიში მოუხადეს.