2018 წლის 12 -14 მაისი
თბილისი
ნარკოპოლიტიკა
აქცია
კლუბებში სპეცოპერაციების ჩატარება
თეთრი ხმაურის მოძრაობა, კლუბ ბასიანის ხელმძღვანელები
ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება
შსს მინისტრი
„გართობა კრიმინალი არ არის“, „we dance together we fight together“
ელექტრონული მუსიკა და ცეკვა პარლამენტთან
ფერადი კვამლი
მიიღეს დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკა შემსუბუქდებოდა.
“მუსიკა აქციაზე
მუსიკა
სპეცოპერაცია კლუბებში
https://www.facebook.com/watch/?v=10156642319722360
ანა სუბელიანის ცეკვა
ანა სუბელიანი: ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ჩემთვის ეს თავისუფლების აქტი იყო
https://youtu.be/cBmgMsUe4fA?si=Up-LzVtLP4–m_Dp”
2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 00:00 საათზე თბილისის ორ პოპულარულ ღამის კლუბში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცრაზმი შევიდა. საკლუბო სივრცეები დაატოვებინეს იმ ღამით მისულ სტუმრებს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის უფლებაც კი არ მისცეს.
სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში შსს-მ თქვა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანები კლუბებში არ დაუკავებიათ.
კლუბებში სპეცოპერაციების ჩატარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში „ბასიანისა“ და „გალერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნა იყო, თანამდებობა დაეტოვებინა პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს. პოლიციამ აქციაზე 50-მდე ადამიანი დააკავა.
პროტესტი ამით არ დამთავრებულა. ხალხი მომდევნო დღეებში იკრიბებოდა. პარლამენტის შენობის წინ, რომელიც ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილი იყო. მუსიკა, რომელიც კლუბებში უნდა დაკრულიყო, ისმოდა რუსთაველის გამზირზე, ხალხი ცეკვავდა, უშვებდნენ ფერად კვამლს. სცენაზე შეკრებილებს მიმართავდნენ სხვადასხვა აქტივისტები. we dance together we fight together (ვცეკვავთ ერთად, ვიბრძვით ერთად) გახდა აქციის მთავარი სლოგანი. არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან სოლიდარობას უცხადებდნენ ბასიანს.
(RAVE) რეივ აქცია 14 მაისსაც გაგრძელდა. საღამოს, რუსთაველის გამზირზე სიძულვილის ჯგუფებმა (როგორც მათ მოიხსენიებდა მედია) კონტრაქცია მოაწყვეს. მათი მოთხოვნა იყო გადარქმეოდა კლუბ „ბასიანს“ სახელი და ადგილი შეეცვალა კლუბ „გალერის“. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ „ბასიანი“ ისტორიული სახელია, რომელიც „დიდი თამარის ბრძოლას“ ერქვა, კლუბისთვის ამ სახელის წოდება კი „ისტორიას ბღალავს“. სიძულვილის ჯგუფსა და რეივ აქციის მონაწილეებს შორის პოლიცია და „რობოკოპები“ იდგნენ, მათ არ აძლევდნენ ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას.
14 მაისს, ღამით, რუსთაველის გამზირზე მივიდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, რომელმაც ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს ირიბად მოუწოდა, დაშლილიყვნენ: „ჩვენი ყველას ამოცანაა, დღეს ეს საღამო დავამთავროთ მშვიდობიანად… იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში… მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით… მინდა, გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება“.
გახარიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ორგანიზატორებმა აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, აქციებს 19 მაისამდე წყვეტდნენ და თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ აქციები, ისევ განახლდებოდა. თავის მხრივ გიორგი გახარია პირობას დებდა რომ დილითვე შეხვდებოდა აქციის ორგანიზატორებს და ყველა საკითხს განიხილავდა.
პოლიციის მითითებით აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში „ყვითელ ავტობუსებში“ გადაანაწილეს, პროტესტის ადგილიდან გაიყვანეს და ქალაქის სხვადასხვა უბანში დატოვეს.22 მაისს “გალერის” გახსნის შესაძლებლობა მისცეს. მეორე დღეს შემდეგ ლუქი ახსნეს “ბასიანსაც” და მფლობელებს შესვლის შესაძლებლობა მისცეს. 27 მაისს მორიგი რეივ აქცია იყო რიყის მოედანზე დაგეგმილი, მაგრამ რადგან კლუბებს ლუქი მოხსნეს, აქციის ადგილი შეცვალეს და ბასიანში გამართეს, სადაც შესვლის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა მხარდამჭერს. “დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ”, – ეწერა ბასიანის განცხადებაში. 27 მაისს ამ ღონისძიებით საბოლოოდ გაიხსნა კლუბი ბასიანი, რომელმაც სხვა კლუბებთან ერთად შეუფერხებლად გააგრძელა მუშაობა.
2018 წლის მაისი, ფოტო: თაკო რობაქიძე
2018 წლის მაისი, ფოტო: თაკო რობაქიძე