EN

პროტესტი საუნივერსიტეტო რეფორმის წინააღმდეგ

left arrow

2005

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2005 წლის 27 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

განათლების რეფორმის დაწყება

ორგანიზატორი

თსუში არსებული საუნივერსიტეტო დარბაზი

მთავარი მოთხოვნა

პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმება, განათლების რეფორმის დროებით შეჩერება, 800 მეცნიერი თანამშრომლის უკან, უნივერსიტეტში დაბრუნება და საბაზისო დაფინანსების უკლებლივ შენარჩუნება
რუსუდან ლორთქიფანიძის გადადგომა

პროტესტის ადრესატი

თსუს რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე
განათლების მინისტრი კახა ლომაია

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

გადადგეს დიქტატორი რექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე! ძირს დიქტატურა თსუ-ში მოვითხოვთ დემოკრატიულ რეფორმებს

შეძახილები

გადადექი!

პროტესტის შედეგი

მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განათლების რეფორმის წინააღმდეგ “საუნივერსიტეტო დარბაზის” წევრთა ნაწილმა 2005 წლის 27 ივნისს საპროტესტო აქცია მოაწყო. მათ რექტორის რუსუდან ლორთქიფანიძის გადადგომა და მეცნიერ-თანამშრომლების უნივერსიტეტში დაბრუნება მოითხოვეს. აქცია გაგრძელება იყო წინა დღეს უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისა, სადაც “საუნივერსიტეტო დარბაზი” საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტში გაუქმდა დიდი სამეცნიერო საბჭო და ერთპიროვნული მართვის უფლება რექტორს მიენიჭა. რუსუდან ლორთქიფანიძეს “დარბაზმა” უამრავი კითხვა დაუსვა და მათზე ამომწურავი პასუხი მოითხოვა, თუმცა, შემდეგ პასუხის მოსმენა ოპოზიციურად განწყობილმა ლექტორებმა თავად აღარ მოისურვეს. “დარბაზმა” კატეგორიულად მოითხოვა პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმება, განათლების რეფორმის დროებით შეჩერება, 800 მეცნიერ-თანამშრომლის უკან, უნივერსიტეტში დაბრუნება და საბაზისო დაფინანსების უკლებლივ შენარჩუნება.

თავად რუსუდან ლორთქიფანიძემ კი განაცხადა: “მიმაჩნია, რომ რეფორმა დროული კი არა, დაგვიანებულიც კი არის. რეფორმა პირდაპირ ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლების ატესტაციის პროცესს და შესაბამის რანგში გადაყვანას. გამორიცხული არ არის ისიც, რომ მათ ნაწილს კიდევ მოუწიოს უნივერსიტეტიდან წასვლა, რადგან გაუმართლებელია 21-ათასიან სასწავლებელში 5100 თანამშრომელი ასწავლიდეს. რაც შეეხება იმ 800 მეცნიერს, მათ, უბრალოდ, ვერ მოიპოვეს სამეცნიერო გრანტები. თქვენ იცით, რომ მეცნიერული თემების წარდგენის შემდეგ ვიღებთ შესაბამის გრანტებს და ეს პროცესი ნოემბერში განმეორდება”. 

აქციას, ყველა სასწავლებლის რექტორებისა და განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, უცხო ენათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა შექმნეს დაუმორჩილებლობის კომიტეტი, რომელიც ბოლომდე აპირებდა შეურიგებელ ბრძოლას განათლების რეფორმის წინააღმდეგ.

Media

პროტესტი თსუ-ში, 2005 წელი

პროტესტი თსუ-ში, 2005 წელი

ფოტო: ინტერპრესნიუსი, წყარო: გაზეთი 24 საათი. 28 ივნისი 2005 წელი