EN

პროტესტი პოლიციის დღის წინააღმდეგ

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2010 წლის 6 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ხელისუფლება პოლიციის დღეს აღნიშნავდა

ორგანიზატორი

წარმომადგენლობითი სახალხო კრება, ოპოზიცია

მთავარი მოთხოვნა

არ აღინიშნებოდეს 6 მაისს პოლიციის დღე

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა

მნიშვნელოვანი რესურსები

2010 წლის 6 მაისს ხელისუფლება პოლიციის დღეს აღნიშნავდა.   წინა დღით, 5 მაისს “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ხელისუფლებამ გიორგობის დღესასწაულს პოლიციის დღე მიზანმიმართულად დაამთხვია. “ხელისუფლებას სჩვევია რელიგიური და საერო დღესასწაულების საკუთარი მზაკვრული ინტერესებისთვის გამოყენება”, – განაცხადა “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი ქავთარაძემ, ამიტომაც მისი გაპროტესტება გადაწყვიტეს.

6 მაისს, აღლუმის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და აქციის 20-მდე მონაწილე.

Media

კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

2010 წლის 6 მაისი