EN

ადვოკატთა მჯდომარე აქცია

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2010 წლის 12-15 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

ლიდერები, ორგანიზატორი

ადვოკატები, შალვა ხაჭაპურიძე, ზაზა ხატიაშვილი

მთავარი მოთხოვნა

პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისას ბარიერის 50%-მდე გაზრდას ითვალისწინებს

ტრანსპარანტები

მთელი ხელისუფლება ხალხს ადვოკატები ვითხოვთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს

პროტესტის შედეგი

შედეგის გარეშე

2010 წლის 12 მაისს პარლამენტის წინ ადვოკატთა მჯდომარე აქცია დაიწყო. მათ საარჩევნო კოდექსის დაჩქარებული წესით შეცვლა მოითხოვეს. ადვოკატების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს გაუგზავნეს, თვითმმართველობის არჩევნებისას ბარიერის 50%-მდე გაზრდას, საარჩევნო კომისიების პარიტეტული წესით დაკომპლექტებას და ამომრჩეველთა სიის სრულყოფას ითვალისწინებდა. პარლამენტისადმი მიმართვას ხელი 500-მდე ადვოკატმა მოაწერა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ არსებული კანონმდებლობა “ხელისუფლებას წინასწარ გამარჯვებულად აცხადებს”, მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით კი არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. ადვოკატებმა უწყვეტი აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელეს.

15 მაისს საპატრულო პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე ადვოკატებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. პატრულმა გასაშლელად გამიზნული კარვები აქციის მონაწილეებს ჩამოართვა და თან წაიღო. ამის შემდეგ აპირებდნენ, რომ აქცია უწყვეტი კი არ ყოფილიყო, არამედ ყოველ დღე რამდენიმე საათით მისულიყვნენ პარლამენტთან. თუმცა ამ აქციების შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.

Media

ადვოკატების ბრიფინგი, 2010 წელი

ადვოკატების ბრიფინგი, 2010 წელი

ფოტო რადიო თავისუფლების ვიდეოდან