EN

დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2010 წლის 3-4 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” პრეზენტაციას

ლიდერები, ორგანიზატორი

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, კონტრაქცია კი სამოქალაქო აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული (ბექა მინდიაშვილი, ნინია კაკაბაძე, თეო ხატიაშვილი და სხვები)

მთავარი მოთხოვნა

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ითხოვდა ილიაუნის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას, კონტრაქციის მონაწილეები კი – გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

პროტესტის ადრესატი

მმკ-ს – ილიაუნის რექტორი,

კონტრაქციის მონაწილეების – ხელისუფლება

ტრანსპარანტები

კონტრაქციის მონაწილეების ტრანსპარანტებზე ეწერათ: “ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას”, ”არა ფაშიზმს”

შეძახილები

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის:  წადით, თქვე მამათმავლებო!

პროტესტის შედეგი

აქცია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

2010 წლის 15 აპრილს ილიას უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართა ახალგაზრდა ავტორის, ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” პრეზენტაცია. 

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ 3 მაისს რადიკალურმა მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა, მათ შორის მართლმადიდებელ ქრისტიან მშობელთა კავშირმა, უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, წიგნი დაგმეს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის, გადადგომა მოითხოვეს. მომიტინგეების თქმით, უნივერსიტეტის შენობაში წიგნის პრეზენტაციის გამართვაზე ნებართვის გაცემით მან “ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიის” გავრცელებას დაუჭირა მხარი. 

მეორე დღეს, 4 მაისს კონტრაქცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები “ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას”, ”არა ფაშიზმს”. ამ აქციის პარალელურად კვლავ გამოჩნდნენ წინა დღის აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობამ მალე გადააჭარბა გამოხატვის თავისუფლების დამცველთა რაოდენობას. 

მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თეოლოგ ბექა მინდიაშვილს, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის იყო და სანამ ათეულობით აგრესიული მოქალაქე საცემად აედევნებოდა, ხელში ტრანსპარანტი ეჭირა წარწერით „არა ფაშიზმს“. სცემეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშიაც. 

უფრო მცირე მასშტაბის ანალოგიური აქცია ილიას უნივერსიტეტის წინ რამდენიმე დღის შემდეგაც გაიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენათა კულმინაცია კი 7 მაისს გვიან ღამით ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში “საიდუმლო სირობის” შესახებ დებატების დროს შეხლა-შემოხლა იყო. გადაცემა პროტესტის ნიშნად დატოვეს უფლებადამცველმა ბექა მინდიაშვილმა და კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა. მათ გარეთ  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ (მმკ) და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ (სმმ) წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შენობის გარეთ დაწყებულ ხმაურზე გადაცემაში მონაწილე პირებიც გარეთ გავიდნენ და ჩხუბში ჩაერთნენ. პოლიციამ 8 პირი დააკავა.

Media

დაპირისპირება ილიაუნისთან, 2010 წელი

დაპირისპირება ილიაუნისთან, 2010 წელი

ფოტო: ნინო ძანძავა, ნეტგაზეთი

ბექა მინდიაშვილი აქციაზე ილიაუნისთან, 2010 წელი

ბექა მინდიაშვილი აქციაზე ილიაუნისთან, 2010 წელი

ფოტო: ნინო ძანძავა, ნეტგაზეთი

ხალხი ილიაუნისთან აქციაზე, 2010 წელი

ხალხი ილიაუნისთან აქციაზე, 2010 წელი

ფოტო: ნინო ძანძავა, ნეტგაზეთი

აქციის მონაწილე ტრანსპარანტით ილიაუნისთან, 2010 წელი

აქციის მონაწილე ტრანსპარანტით ილიაუნისთან, 2010 წელი

ფოტო: ნინო ძანძავა, ნეტგაზეთი