EN

პედაგოგების აქცია

left arrow

2009

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2009 წლის 5 ოქტომბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

შეაგროვეს 60 000 ხელმოწერა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, მაგრამ პარლამენტმა არ განიხილა

ორგანიზატორი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

მთავარი მოთხოვნა

უვადო ხელშეკრულებები, უკანონო გათავისუფლებების შეჩერება, სახელმწიფოს მიერ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახსრების გაღება, სკოლების დეოპტიმიზაციის განხორციელება, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის აღდგენა

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პარლამენტი

პროტესტის შედეგი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, რომ ინიციატივას განიხილავენ, მაგრამ ჩააგდებენ, რადგან ყველა მოთხოვნა ისედაც სრულდება.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა 2009 წლის 5 ოქტომბერი, მასწავლებელთა საერთაშორისო, დღე საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციის მიზეზი პარლამენტართა მხრიდან იმ 60 000 ხელმოწერის იგნორირება გახდა, რომელიც პედაგოგებმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში წარადგინეს. პედაგოგებმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა. 

“აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს, რომ მასწავლებლებთან გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი შეიმუშაონ თავად პედაგოგებმა, რომ შეწყდეს პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებები და კიდევ სხვა პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც პედაგოგებს საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2008 წლის 8 მაისს წყნეთში დაჰპირდა”, – აცხადებდა მანანა ღურჭუმელიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას, მართალია, განიხილავენ, მაგრამ ის აუცილებლად ჩავარდება, რადგან მისი თქმით, “ყველა მოთხოვნა ისედაც სრულდება”. 

Media

პედაგოგები პარლამენტის შენობასთან

პედაგოგები პარლამენტის შენობასთან

ფოტო: რადიო თავისუფლება