EN

მევენახეების აქცია

left arrow

2024

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2024 წლის 31 აგვისტო-13 სექტემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

საფერავის ჯიშის ყურძენზე დაბალი ფასი

ორგანიზატორი

მევენახეები

მთავარი მოთხოვნა

დადგინდეს ყურძნის ფასი

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

პროტესტის შედეგი

მოთხოვნები შესრულდა სრულად. მთავრობამ დაასუბსიდირა საფერავის ყურძის ფასი

2024 წლის 31 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მეღვინეების ნაწილმა ბაკურციხე-გურჯაანის ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქცია გამართა. 100-მდე მევენახისთვის ყურძნის ფასი იყო მიუღებელი. კერძოდ, 1 კგ საფერავში ყურძნის მიმღები კომპანია მათ 1,3 ლარს სთავაზობდა.

4 სექტემბერს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის მოსახლეობამ საფერავის ყურძნის დაბალი ფასის გამო აქცია გამართა. სოფელ ჭიკაანთან, ყვარლისა და ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა ამ მიზეზით, პოლიციის მისვლამდე, თითქმის 20 წუთის განმავლობაში გადაკეტა.

მევენახეები აღნიშნავდნენ, რომ მათ რაიონში ღვინის მხოლოდ ერთი ქარხანა მუშაობდა და ისიც 1 კილოგრამ საფერავში მხოლოდ 1,2 ლარს იხდიდა, რაც მათი თქმით, ხარჯსაც ვერ ფარავდა. ამიტომ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას და ფასის ზრდისთვის სუბსიდირებას ითხოვდნენ.

13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მთავრობა ბიუჯეტიდან საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას დაიწყებდა, რაც ფასს 1,5 ლარამდე გაზრდიდა. პრემიერის თქმითვე, იმ მევენახეებსაც აუნაზღაურდებოდათ განსხვავება, რომლებმაც უფრო დაბალ ფასად ჩააბარეს ყურძენი.

Media

მევენახეების პროტესტი კახეთში

მევენახეების პროტესტი კახეთში

ფოტო: გიორგი ალადაშვილი, "რადიო თავისუფლება"