2024 წლის 31 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მეღვინეების ნაწილმა ბაკურციხე-გურჯაანის ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქცია გამართა. 100-მდე მევენახისთვის ყურძნის ფასი იყო მიუღებელი. კერძოდ, 1 კგ საფერავში ყურძნის მიმღები კომპანია მათ 1,3 ლარს სთავაზობდა.
4 სექტემბერს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის მოსახლეობამ საფერავის ყურძნის დაბალი ფასისი გამო აქცია გამართა. სოფელ ჭიკაანთან, ყვარელისა და ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა ამ მიზეზით, პოლიციის მისვლამდე, თითქმის 20 წუთის განმავლობაში იყო გადაკეტილი.
მევენახეები აღნიშნავდნენ, რომ მათ რაიონში ღვინის მხოლოდ ერთი ქარხანა მუშაობდა და ისიც 1 კილოგრამ საფერავში მხოლოდ 1,2 ლარს იხდიდა, რაც მათი თქმით, ხარჯსაც ვერ ფარავდა. ამიტომ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას და ფასის ზრდისთვის სუბსიდირებას ითხოვდნენ.
13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრიბის სხოდმაზე თქვა, რომ მთავრობა ბიუჯეტიდან საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას დაიწყებდა, რაც ფასს 1,5 ლარამდე გაზრდიდა. პრემიერის თქმითვე, იმ მევენახეებსაც აუნაზღაურდებოდათ განსხვავება, რომლებმაც უფრო დაბალ ფასად ჩააბარეს ყურძენი.