EN

მეტროს მემანქანეების გაფიცვა

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 3 ივნისი-6 ივნისი

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, აქცია, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

ხელფასის ზრდაზე უშედეგო მედიაცია

ლიდერები/ორგანიზატორი

მეტროს მემანქანეები, პროფკავშირები „ერთობა 2013“

მთავარი მოთხოვნა

ხელფასის ზრდა

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

პროტესტის შედეგი

მიიღეს დაპირება, ხელფასების გაზრდაზე

მნიშვნელოვანი რესურსები

“On.ge- თბილისის მერია: მემანქანეების გადასაწყვეტია იმუშვებს თუ არა მეტრო
https://go.on.ge/q03

EMC – გაფიცვა “”არასამუშაო სააათებში”” – მეტრო 2018
https://www.youtube.com/watch?v=VtDurZGiC2Y”

2018 წლის 4 ივნისს მეტრო, რომელსაც დედაქალაქში ყოველდღიურად ასობით ათასი მგზავრი გადაჰყავდა, არსებობის ისტორიაში პირველად გაიფიცა. მეტროს თანამშრომლები, მეტწილად მემანქანეები, ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. თბილისის მერიასთან და მერიის დაქვემდებარებულ სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.

მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვა 3 მაისს გადაწყვიტეს, თუმცა რადგან სტრატეგიულ ობიექტზე იყვნენ დასაქმებულები,  სასამართლომ ამ უფლების გამოყენება 30 დღით აუკრძალა, 21 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით კი სამუშაო საათებში გაფიცვა უვადოდ შეუზღუდა. 

მეტროს მემანქანეებმა, ამ შეზღუდვის მიუხედავად, გაფიცვა მაინც გადაწყვიტეს ისე, რომ კანონი არ დარღვეულიყო. 3 ივნისს 15:00 საათიდან გლდანის დეპოში შეიკრიბნენ და შიმშილობა დაიწყეს. მეტროს შინაგანაწესის მიხედვით, მემანქანე გადის სამედიცინო შემოწმებას მუშაობის დაწყებამდე, რაც შიმშილობის დაწყების შემდეგ ვეღარ დაკმაყოფილდებოდა. მეტრო 4 ივნისს დილით ვეღარ გაიხსნა.

პროტესტს სათავეში მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირები – „ერთობა 2013“ ჩაუდგა, სამართლებრივად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (ახლანდელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“) ეხმარებოდა. 

იმის მიუხედავად, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მერია მეტროს ამუშავებაზე პასუხისმგებლობას თანამშრომლებს აკისრებდა. თუმცა მგზავრთა უკმაყოფილების შესამცირებლად, რომელიც მეტროს გაჩერებამ გამოიწვია, თბილისის მერიამ ავტობუსით მგზავრობა გაფიცვის პერიოდში უფასო გახადა, მეტროს გაჩერებით სატრანსპორტო კომპანიამ გარკვეული თანხა დაკარგა, თუმცა, ზარალი დათვლილი არ იყო.მეტრომ მუშაობა 2,5 დღის შემდეგ, 6 ივნისს განაახლა. გვიან ღამით თბილისის მერი კახა კალაძე გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და დაჰპირდა, რომ მათი ხელფასები გაიზრდებოდა. ზუსტად რამდენი პროცენტით გაიზრდებოდა ხელფასი, ამ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.