EN

სიცოცხლის უფლებისთვის – აქცია ტყიბულში

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 24-25 ივლისი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

ლიდერები/ორგანიზატორი

4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ტყიბულში მინდელის შახტში

მთავარი მოთხოვნა

მეშახტეები

პროტესტის ადრესატი

უსაფრთხო შრომის პირობები, საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვალების ფაქტების დროულად გამოძიება, ხელფასის ანაზღაურება და შახტის ადმინისტრაციის გადადგომა

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

„საქნახშირი ჯი აი ჯის ჯგუფი”, ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

“ჩვენ ვართ უდანაშაულო სიკვდილმისჯილები”, “მეშახტეთა ბრძოლა” “ჩვენ არა გვყვავს მუშა დასაკარგავი”

საქნახშირი

ჯი აი ჯის ჯგუფის“ ადმინისტრაცია შეიცვალა და დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილების დაპირება მიიღეს.

2018 წლის 16 ივლისს 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა  ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა. ინციდენტის დროს 6 მუშა დაიღუპა.

“სიცოცხლის უფლებისთვის და ქალაქის გადარჩენისთვის” – 24 ივლისს ტყიბულში ამ სლოგანით გაიმართა  აქცია, რომელზეც უსაფრთხო შრომის პირობები, საწარმოო შემთხვევებისას დაღუპვის ფაქტების დროულად გამოძიება, ხელფასის ანაზღაურება და შახტის ადმინისტრაციის გადადგომა მოითხოვეს მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულებმა, მათი ოჯახის წევრებმა, პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა და სამუშაოს დროს შახტში გრდაცვლილთა ახლობლებმა.

მაღაროელებმა „საქნახშირი ჯი აი ჯის ჯგუფის“ მფლობელ დავით ბეჟუაშვილს მიმართეს კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, რისთვისაც ხელმოწერებიც შეაგროვეს. მინდელის სახელობის შახტის ნომერ მეექვსე უბნის სამთო ოსტატის, ხვიჩა გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეშახტეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 23 ივლისს თანამდებობიდან დაითხოვეს წარმოების დირექტორი, შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი, აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი იყვნენ, უნდობლობას უცხადებდნენ საწარმოს ადმინისტრაციას და მოითხოვდნენ გენერალური დირექტორის გადაყენებასაც. ხვიჩა გაბუნიას განცხადებით, თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ „საქნახშირი ჯი აი ჯის ჯგუფის“ მფლობელ დავით ბეჟუაშვილს წარუდგენდნენ საკუთარ კანდიდატებს საწარმოს ადმინისტრაციის თანამდებობებზე.

დასაქმების ადგილზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით ტყიბულში გამართულ აქციას შეუერთდნენ სამტრედიის რკინიგზის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ახალგაზრდული პროფესიული კავშირების წევრები. როგორც სამტრედიის რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, დავით ვაშაკიძე ამბობდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შახტში მომხდარი უბედური შემთხვევებისას დაღუპულთა რაოდენობა მოწმობდა, რომ საწარმოში უსაფრთხოების ნორმები დაუცველი იყო, რის გამოც რკინიგზელებიც უერთდებოდნენ მაღაროელთა მოთხოვნას.

აქციაზე იდგნენ ბავშვები ბანერებით “ჩვენ ვართ უდანაშაულო სიკვდილმისჯილები”; “მეშახტეთა ბრძოლა”; “ჩვენ არა გვყვავს მუშა დასაკარგავი”.

მეორე დღეს ტყიბულელმა მეშახტეებმა საპროტესტო აქციები შეაჩერეს, ვინაიდან კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ მოლაპარაკებებს დათანხდა. მათ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარუდგინეს წარმოების უფროსის, ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა. მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ, ჯაყელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჩაფიძე შახტის ხელმძღვანელად მეორე დღეს დაინიშნებოდა. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ახლა ძირითადი ღონისძიებები გასატარებელი იყო უსაფრთხოების კუთხით და ასევე, გამოძიების პერიოდში უნდა დაეწყოთ მეშახტეებისთვის ხელფასის გადახდაზე საუბარიც .

ხელმძღვანელის შეცვლის გარდა, დღის წესრიგში რჩებოდა სხვა მოთხოვნები – 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, რისკების შესაფასებლად შახტების დროებითი კონსერვაცია და ობიექტის სრულ მოდერნიზება, ხოლო, კონსერვაციის პერიოდში, დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა.