EN

მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვა

left arrow

2021

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 6 მაისიდან 8 მაისამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი სოციალური პრობლემები

პროტესტის თემატიკა

გაფიცვა

პროტესტის ფორმა

დაბალი ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობები

პროტესტის მიზეზი

კომპანიაში დასაქმებულები

ლიდერები/ორგანიზატორი

ხელფასებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება

მთავარი მოთხოვნა

ჩინური კომპანია – „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“

პროტესტის ადრესატი

მოთხოვნების შესრულებას დაპირდნენ

პროტესტის შედეგი

მნიშვნელოვანი რესურსები

“მთავარი არხი – https://www.facebook.com/watch/?v=1101554740333709

რეგინფო – რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ https://reginfo.ge/people/item/22144-rikotis-saugeltexilo-gzis-msheneblobaze-mushebi-gaipiznen”

2021 წლის 6 მაისს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილის დამაკავშირებელი მაგისტრალის („რიკოთის“ მონაკვეთი) ხარაგაულის მონაკვეთის მშენებლობა შეჩერდა. 200-მდე მუშა ხელფასების 30 პროცენტის გაზრდისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით გაიფიცა. მათი თქმით, დღიური ხელფასი 28-30 ლარი იყო, რაც გზაში და დღიურ კვებაში სჭირდებოდათ.

ავტობანის ამ ნაწილს ჩინეთის ჰუნანის პროვინციის კომპანია – „Hunan Road and Bridge Construction Group“ აშენებდა. კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი გიზო კუტალაძე ამბობდა, რომ გაფიცულთა მოთხოვნებს განიხილავდნენ, თუმცა მოლაპარაკებას გამართავდნენ 10-15 კაციან ჯგუფთან. 

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ აცხადებდა, რომ კომპანია ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფდა ეფექტური და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების პროცესს, რასაც კრიზისი ჩიში შეჰყავდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საავტომობილო გზების დეპარტამენტში“ ამბობდნენ, რომ სულ მცირე ნაწილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კონტრაქტორ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.

როგორ დასრულდა ეს კონკრეტული აქცია, უცნობია. ბოლო ამბავი 8 მაისს გაშუქდა, როცა პროტესტი გრძელდებოდა.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით არაერთხელ გაფიცულან, უმეტეს შემთხვევაში პრობლემის მოგვარების დაპირბებს იღებდნენ:

  • 2017 წლის 7 მარტს სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ ხელფასების დროულად დარიცხვის, ანაზღაურების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით;
  • 2019 წლის 7 აგვისტოს სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მე მუშა სამი თვის ხელფასის დაგვიანების გამო გაიფიცა. ავტობანზე სამუშაოებს შპს „აკორდი“ ასრულებდა, რომლის ქვეკონტრაქტორი „გრინ ვაი“ იყო. თანამშრომელბმა მიიღეს დაპირება, რომ ხელფასი 15 დღეში დაერიცხებოდათ;
  • 2019 წლის 16 აგვიტოს არასათანადო სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები 150-მდე მუშა გაიფიცა. მათი თქმით, დღეში 22 ლარს იღებდნენ, ზეგანაკვეთური სამუშაო კი არ ანაზღაურდებოდა. პროტესტი მეორე დღეს, 17 აგვისტოს შეწყდა. დასაქმებულთა თქმით,  გვირაბებისა და ხიდების ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი დაჰპირდა, რომ ანაზღაურება 35 ლარამდე გაიზრდებოდა; 
  • 2020 წლის ოქტომბერში „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ წინააღმდეგ მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლებიც გაიფიცნენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, დამსაქმებლის ქართული წარმომადგენლობის განცხადებით, „მოთხოვნათა უმრავლესობაზე მიღწეული იქნა შეთანხმება“, დარჩენილ ნაწილზე კი „შესაძლებლობების ფარგლებში“ იქნებოდა რეაგირება;
  • 2023 წლის 19 აპრილს ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ – გაფიცულ თანამშრომლებს კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited-მა მეორე დღეს, 20 აპრილს დასაქმებულებს მოუწოდა, „ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა“. იმავე განცხადებაში ეწერა, რომ განიხილავდნენ დასაქმებულების მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებდნენ ისე, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ.