EN

კახეთში სტიქიით დაზარალებულების აქცია

left arrow

2021

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 30 აპრილი – მაისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

კახეთში სტიქიამ მოსავალი გაანადგურა

ორგანიზატორი

კახეთის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

ხელისუფლება მოსახლეობას დაეხმაროს ზარალის ანაზღაურებაში და იშუამდგომლოს ბანკებთან საბანკო ვალდებულებების გადასავადებლად

პროტესტის ადრესატი

ადგილობრივი ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აუნაზღაურებდა, მუნიციპალიტეტის მერიას კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეეძლო.

2021 წლის 29 აპრილი-1 მაისის პერიოდში მოსულმა სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სამი მუნიციპალიტეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის და ყვარლის ათეულობით სოფელი დააზარალა. მოსავლის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 150-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. 

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა 30 აპრილს დილით, საპროტესტო აქცია გამართა სოფელ კაბალში. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, სტიქიიდან 12 საათის გასვლის შემდეგ მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

მათ მცირე ხნით ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. ამის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. შიოშვილმა დაზარალებულებს უთხრა, რომ მათ მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აუნაზღაურებდა, მუნიციპალიტეტის მერიას კი მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეეძლო. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა მისჩვეოდა მოსავლის დაზღვევას და ამ შემთხვევაში ზარალს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებდნენ.

1 მაისს აქცია გამართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამაც, რომელიც ასევე დაზარალდა 30 აპრილის სტიქიით.  დაზარალებულები ამბობდნენ, რომ თითქმის 100 პროცენტით გაუნადგურდათ ვენახები, ხორბლის ყანები, ხილისა და საზამთროს ბაღები და გადასახდელად შერჩათ მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან გამოტანილი თანხები. ამიტომ დაზარალებულები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ითხოვდნენ ბანკებთან შუამდგომლობას საბანკო ვალდებულებების გადავადებისთვის.

4 მაისს ბაისუბლენებიც შეიკრიბნენ. მათ მერიის წარმომადგენლებს შეატყობინეს, რომ ითხოვდნენ ადგილზე მათ მისვლას, თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ უქმე დღეები იყო, მერია არ მუშაობდა და შეხვედრა ვერ შედგებოდა.

Media

აქცია სოფელ კაბალში

აქცია სოფელ კაბალში

2021 წლის 30 აპრილი. ფოტო: გიორგი ალადაშვილი, რადიო თავისუფლება