EN

გაფიცვა ბორჯომის ქარხანაში

left arrow

2021

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 18 – 26 მაისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, ადგილის დაკავება, მარში

პროტესტის მიზეზი

მძიმე სამუშაო პირობები

ორგანიზატორი

კომპანიაში დასაქმებულები, დამოუკიდებელი პროფკავშირები „ლაბორ“

მთავარი მოთხოვნა

ხელფასებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება

პროტესტის ადრესატი

IDS ბორჯომი საქართველო („ბორჯომი“)

პროტესტის შედეგი

ხელფასები გაიზარდა და მიიღეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირება

21-დღიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, 2021 წლის 18 მაისს მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „ბორჯომის“ (IDS ბორჯომი საქართველოს) თანამშრომლები გაიფიცნენ ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით – შესვენებისა და დასვენების უფლებას ითხოვდნენ, რადგან ზოგი მათგანი 7 დღეს მუშაობდა. ამ მიზეზით სრულად გაჩერდა ორივე ქარხანა. გაფიცული იყო 400-მდე თანამშრომელი. მათ კარვები გაშალეს კომპანიის შესასვლელთან.

დასაქმებულები ამბობდნენ, რომ  მათი ხელფასები 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 20 მაისს კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ბორჯომში მსვლელობა მოაწყვეს.

26 მაისს ცნობილი გახდა, რომ 400-მდე თანამშრომლის მოთხოვნა ხელფასების ზრდაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე დაკმაყოფილდა – მათ შორის შეთანხმება გაფორმდა. 27 მაისიდან თანამშრომლები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ.

Media

ბორჯომის თანამშრომლების გაფიცვა

ბორჯომის თანამშრომლების გაფიცვა

2021 წლის 18 მაისი. ფოტო: გიორგი დიასამიძე