2021 წლის მაისში გურიაში ფქვილის მწარმოებელი ქარხნის (შპს „გურია ექსპრესის“, იგივე „გულისტანის“) თანამშრომლები გაიფიცნენ ხელფასის მატებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. გაფიცული იყო 20 თანამშრომელი, რამაც საწარმოო პროცესი შეაჩერა.
მათი პროტესტის შესახებ ინფორმაცია მედიამ 6 მაისს გააშუქა, თუმცა, როგორც ცნობილი იყო, გაფიცვა 4 მაისს დაიწყო.
თანამშრომლების ცნობით, ისინი 650 ლარს იღებდნენ და მოითხოვდნენ 150-ლარიან მატებას. ასევე აღნიშნავდნენ, რომ არ ჰქონდათ გამოსაცვლელი სივრცე, კეთილმოწყობილი სამზარეულო. მოქალაქეების ნაწილმა მათ სოლიდარობის ნიშნად თანხა შეუგროვა (მედიაში გავრცელებული ცნობით, ეს გარკვეულ ეტაპზე 1700 ლარი იყო).
6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ თანამშრომელთა გაფიცვის გამო სასამართლოს მიმართა. კომპანიის თანამშრომლებმა მსვლელობაც გამართეს.
12 ივნისს, პროტესტის 38-ე დღეს, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა და ხელშეკრულება გაფორმდა.