EN

ფქვილის საწარმოში დასაქმებულების აქცია ოზურგეთში

left arrow

2021

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 4 მაისიდან 21 ივნისამდე

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, მარში

პროტესტის მიზეზი

დაბალი ხელფასები

ორგანიზატორი

კომპანიაში დასაქმებულები, დამოუკიდებელი პროფკავშირები „ლაბორ“

მთავარი მოთხოვნა

ხელფასების მატება

პროტესტის ადრესატი

შპს გურია ექსპრესის (გულისტანი), ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„დაფასდეს ჩვენი შრომა“, „ღირსეული სამუშაო პირობები“,

პროტესტის შედეგი

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა.

მნიშვნელოვანი რესურსები

“მაუწყებელი -“”გულისტანის”” თანამშრომლები გაიფიცნენ https://www.youtube.com/watch?v=y1DobmaIOAE
“”გულისტანის”” გაფიცვა წარმატებით დასრულდა
https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/220379236419337/”

2021 წლის მაისში გურიაში ფქვილის მწარმოებელი ქარხნის (შპს „გურია ექსპრესის“, იგივე „გულისტანის“) თანამშრომლები გაიფიცნენ ხელფასის მატებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. გაფიცული იყო 20 თანამშრომელი, რამაც საწარმოო პროცესი შეაჩერა.

მათი პროტესტის შესახებ ინფორმაცია მედიამ 6 მაისს გააშუქა, თუმცა, როგორც ცნობილი იყო, გაფიცვა 4 მაისს დაიწყო. 

თანამშრომლების ცნობით, ისინი 650 ლარს იღებდნენ და მოითხოვდნენ 150-ლარიან მატებას. ასევე აღნიშნავდნენ, რომ არ ჰქონდათ გამოსაცვლელი სივრცე, კეთილმოწყობილი სამზარეულო. მოქალაქეების ნაწილმა მათ სოლიდარობის ნიშნად თანხა შეუგროვა (მედიაში გავრცელებული ცნობით, ეს გარკვეულ ეტაპზე 1700 ლარი იყო). 

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ თანამშრომელთა გაფიცვის გამო სასამართლოს მიმართა. კომპანიის თანამშრომლებმა მსვლელობაც გამართეს.

12 ივნისს, პროტესტის 38-ე დღეს, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა და ხელშეკრულება გაფორმდა.

Media

ფქვილის საწარმოს გაფიცული თანამშრომლები, 2021 წელი

ფქვილის საწარმოს გაფიცული თანამშრომლები, 2021 წელი

ფოტო: მაუწყებელი