EN

ერთთვიანი მდუმარე აქცია გორში

left arrow

2009

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2009 წლის 16 ივნისი – 16 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

გორის პოლიციამ რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე საბრძოლო მასალის გადატანის, ოპოზიციის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავა

ორგანიზატორი

გორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

მთავარი მოთხოვნა

თამაზ ტლაშაძისა და ზაალ გუდაძის გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

სასამართლო

ტრანსპარანტები

თავისუფლება ღირსეულ გორელებს თამაზ ტლაშაძესა და ზაალ გუდაძეს

პროტესტის შედეგი

რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ მისი შეწყვეტისა და სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს

2009 წლის 16 ივნისს გორის პოლიციამ რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე საბრძოლო მასალის გადატანის, ოპოზიციის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გუდაძისა და ტლაშაძისთვის წარდგენილი ბრალდება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, გორში პერმანენტული აქციები დაიწყო.

“თავისუფლება ღირსეულ გორელებს თამაზ ტლაშაძესა და ზაალ გუდაძეს”, “ძირს ძალადობა, უსამართლობა, სისხლიანი რეჟიმი!” – ამ ტრანსპარანტებით ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები გორის თეატრის სკვერში  მდუმარე აქციას მართავდნენ. 16 ივლისს რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ მისი შეწყვეტისა და სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

Media

აქციის მონაწილეები გორში, 2009 წელი

აქციის მონაწილეები გორში, 2009 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება