EN

აგვისტოს ომით დაზარალებულთა აქცია

left arrow

2009

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2009 წლის 3 ივნისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მიწის ნაკვეთების ოკუპაციის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ვერ ჩაატარეს, გარდა ამისა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სარწყავი წყალი გადაკეტა

ორგანიზატორი

სოფელ დვანის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

დაკარგული მოსავლის გამო კომპენსაციას და ალტერნატიული სარწყავი სისტემის მოწყობა

პროტესტის ადრესატი

ადგილობრივი ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

გუბერნატორი დაჰპირდათ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას კომპენსაციების მოთხოვნით მიმართავს

2009 წლის 3 ივნისს ფრონეს ხეობის სოფელ დვანის მოსახლეობამ გორში, ადმინისტრაციულ შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართა. სამოცამდე ადამიანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვდა. 2008 წლის აგვისტოში რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული სოფელი დვანი გაიძარცვა, ბევრი სახლი კი ოსურმა დაჯგუფებებმა დაწვეს. დვანელებმა ვერც მოსავლის აღება შეძლეს. სოფელს ესაზღვრება ოსური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფელი მუგუთი, სადაც რუსული საგუშაგოებია განლაგებული. სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, დვანელებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ვერც წელს ჩაატარეს. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დვანს სარწყავი არხიც გადაუკეტა. გორში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან დაკარგული მოსავლის გამო კომპენსაციას და ალტერნატიული სარწყავი სისტემის მოწყობას მოითხოვდნენ.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ადმინისტრაციის შენობასთან ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ აქციის მონაწილეებს შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იქ, სადაც კონტროლს ვერ ახორციელებს, მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს. ამასთან, გუბერნატორი მიიჩნევს, რომ დვანელების მოთხოვნა სამართლიანია, რის გამოც ცენტრალურ ხელისუფლებას კომპენსაციების მოთხოვნით მიმართავს.

Media

მავთულხლართები საოკუპაციო ხაზთან

მავთულხლართები საოკუპაციო ხაზთან

წყარო: ინდიგო