EN

ხელოვნების მუზეუმის შენობის გადასარჩენად

left arrow

2021

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2021 წლის 5 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

კულტურა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ეროვნული მუზეუმის შენობის არარენტაბელურად გამოცხადება

ორგანიზატორი

კულტურის სფეროს წარმომადგენლები

მთავარი მოთხოვნა

რესტავრაციის სამუშაოები მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს შეესრულებინათ

პროტესტის ადრესატი

კულტურის სამინისტრო

ლოზუნგები

დაიცავი „არარენტაბელური“ მემკვიდრეობა

ვიზუალური ელემენტები

ფერადი კვამლი

პროტესტის შედეგი

ხელისუფლებამ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პირობა დადო

თბილისში, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერის გვერდით ისტორიული შენობა, რომელშიც შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმია, წლების განმავლობაში ავარიული იყო. შენობის მდგომარეობის შესასწავლად კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კვლევა კომპანია „კარიატიდას“ დაუკვეთა.

დასკვნა  2021 წლის 1 ივლისით თარიღდება, თუმცა მედიას მოგვიანებით, რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩაუვარდა ხელში. ტექსტში ეწერა, რომ ისტორიული შენობის ნაწილი არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი – შეუძლებელი. მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ უმჯობესი იყო ნაწილის დანგრევა და მსგავსი მასალით ახლის აშენება.

მუზეუმის თანამშრომლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ დასკვნაში სიტყვა „არარენტაბელური“ გაჩნდა, რადგან  მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი, ნიკა ახალბედაშვილი მუზეუმის შენობისთვის ფუნქციის შენარჩუნებას არ აპირებდა. 

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით შემუშავდა ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც შენობის ათასობით ექსპონატისგან დაცლა 2021 წლის 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. იმავე დღეს მუზეუმთან ორი აქცია გაიმართა. 

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო რესტავრაციის სამუშაოები მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს შეესრულებინათ, სამინისტროს კი თავის გადაწყვეტილებებში ჩაერთო საზოგადოებრივი წრეები და პროცესი გამჭვირვალე გამხდარიყო. ამ პროტესტს მინისტრმა წულუკიანმა ჩაფლავებული აქცია უწოდა.საზოგადოებამ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2021 წლის 3 დეკემბერს გაიგო მინისტრ წულუკიანისგან, რომ ხელისუფლება ხელოვნების მუზეუმის შენობას აღადგენდა. მუზეუმის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა.

Media

აქცია ხელოვნების მუზეუმის შენობის გადასარჩენად

აქცია ხელოვნების მუზეუმის შენობის გადასარჩენად