EN

დევნილების აქცია

left arrow

2003

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2003 წლის 5 იანვარი – 19 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი, თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლება.

ორგანიზატორი

აფხაზეთიდან დევნილები

მთავარი მოთხოვნა

რუსეთსა და აფხაზეთს შორის განახლებული სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა, ასევე აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შეჩერება.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

აქციის მონაწილეებს ამერიკის ელჩი დაჰპირდა, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურად ჩაერთვებოდა აშშ-ის ადმინისტრაცია.

2003 წლის 5 იანვარს ენგურის ხიდთან აფხაზეთიდან დევნილების აქცია გაიმართა. შეკრებილებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2002 წლის 25 დეკემბერს განახლებული სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა მოითხოვეს. 8 იანვარს პარალელური აქცია გაიმართა თბილისში მდებარე რუსეთის საელჩოსთანაც.  მოთხოვნებს დაემატა აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შეჩერებაც. ხუთმა დევნილმა საელჩოსთან შიმშილობა გამოაცხადა. 21 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა მიიღო. აქციებზე მოთხოვნებს შორის წინა წლის მსგავსად ისმოდა აფხაზეთიდან რუსეთის მშვიდობისმყოფელების გასვლის მოთხოვნაც. 

19 თებერვალს აქციის ორგანიზატორებს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი შეხვდა. სახელმწიფო კანცელარიაში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ ორგანიზატორებმა დროებით შეაჩერეს აქცია, რადგან  ამერიკის ელჩი დაჰპირდათ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურად ჩაერთვებოდა აშშ-ის ადმინისტრაცია.

Media

civil.ge-ს სტატია, 2003 წელი

civil.ge-ს სტატია, 2003 წელი