EN

ზუგდიდის ბაგა-ბაღების პედაგოგების გაფიცვა

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2002 წლის 20-27 დეკემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა, აქცია

პროტესტის მიზეზი

6 თვიანი სახელფასო დავალიანება

ორგანიზატორი

ზუგდიდის ბაგა-ბაღების პედაგოგები

პროტესტის შედეგი

ზუგდიდის ბაგა-ბაღების პედაგოგების ნაწილმა ოთხი თვის ხელფასი უკვე მიიღო, ნაწილი კი უახლოეს მომავალში მიიღებდა.

2002 წლის დეკემბერში ზუგდიდის 16 ბაგა-ბაღის 50-მდე პედაგოგი გაიფიცა და გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოადგილემ მურადი ქავთარაძემ “მედია-ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, ბაგა-ბაღების პედაგოგებს ბოლო ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ. მისივე თქმით, ზუგდიდის გამგებელი ნუგზარ ანთელავა, რომელსაც წინა კვირაში ბაგა-ბაღების გაფიცული პედაგოგები შეხვდნენ, მათ ოთხი თვის ხელფასის გაცემას დაპირდა. ისინი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გზებისა და გამგეობის შენობის პიკეტირებით იმუქრებოდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის ბაგა-ბაღების პედაგოგების ნაწილმა ოთხი თვის ხელფასი უკვე მიიღო, ნაწილი კი უახლოეს მომავალში მიიღებდა.

Media

გაზეთი "ახალი თაობა"

გაზეთი "ახალი თაობა"