EN

აქცია “უკანონო პატიმრების” გათავისუფლების მოთხოვნით

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის თარღი

2010 წლის 30 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია, ერთობის ჯაჭვი

პროტესტის მიზეზი

მიიჩნევდნენ რომ 50-მდე ადამიანი უკანონოდ იყო დაპატიმრებული

ორგანიზატორი

მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს, ეკა ბესელია

მთავარი მოთხოვნა

უკანონო და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია

2010 წლის 30 აპრილს უკანონო და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია პარლამენტთან დაიწყო და მოგვიანებით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოაწყვეს ”ცოცხალი ჯაჭვი”, რომელშიც, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მანამდე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები პარლამენტის შენობასთან უკანონო პატიმრებისადმი სოლიდარობის მიზნით შექმნილი მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ წაიკითხა. მოთხოვნებს შორის იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა, მასშტაბური ამნისტია და სასჯელთა შეკრების მოქმედი პრინციპის გაუქმება. საპროტესტო აქცია რამდენიმე საათში დასრულდა.

მოძრაობამ “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” 50-წევრიანი სია 2010 წლის 26 აპრილს გამოაქვეყნა. მოძრაობის ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, სიაში ჩამოთვლილ პირებს ოჯახები უკანონო პატიმრებად მიიჩნევდნენ და მათი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში იყო გაგზავნილი. უკანონოდ მიჩნეულ პატიმართა ნუსხაში იყო ”მუხროვანის ამბოხის” გამო გასამართლებული რამდენიმე პირიც.

Media

აქცია პარლამენტთან, 2010 წელი

აქცია პარლამენტთან, 2010 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება