EN

მეტალურგების გაფიცვა

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2010 წლის 22-24 აპრილი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

ზესტაფონის ფეროდან გაათავისუფლეს ორი თანამშრომელი

ორგანიზატორი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშები

მთავარი მოთხოვნა

გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში დაბრუნება, ხელფასის 50%-ით გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შვებულების გახანგრძლივება.

პროტესტის ადრესატი

ქარხნის ადმინისტრაცია

პროტესტის შედეგი

ქარხნის ადმინისტრაციამ მუშების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო და გაფიცვის შეჩერება ითხოვა, რაზეც მეტალურგები დათანხმდნენ

2010 წლის 22 აპრილს  ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგების გაფიცვა დაიწყო. მუშები ორი დღით ადრეც გამაფრთხილებლად გაიფიცნენ და ასე გამოუცხადეს სოლიდარობა ქარხნიდან გათავისუფლებულ ორ თანამშრომელს, რომლებიც მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრები იყვნენ. გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში დაბრუნებასთან ერთად გაფიცულებმა ხელფასის 50%-ით გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შვებულების გახანგრძლივება მოითხოვეს. ქარხნის ადმინისტრაციას 24 საათი მისცეს ამ საკითხებზე მოლაპარაკების დასაწყებად. მას შემდეგ, რაც ფეროს ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას არ დათანხმდა, მეტალურგებმა გაფიცვა განაახლეს. აქციის მონაწილეებთან ზესტაფონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მივიდნენ. ისინი მუშებს დახმარებას დაჰპირდნენ.

სამი დღის განმავლობაში ქარხანა გაჩერებული იყო. პარალელურად მუშები შიმშილობდნენ კიდეც. მეტალურგების მხარდასაჭერად ზესტაფონში გაერთიანებული პროფკავშირისა და თითქმის ყველა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე ჩავიდა. აქციის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მხარეებმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მიიღეს. ქარხნის ადმინისტრაციამ მუშების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო და გაფიცვის შეჩერება ითხოვა, რაზეც მეტალურგები დათანხმდნენ და გაფიცვა შეწყვიტეს.

Media

მეტალურგების გაფიცვა ზესტაფონში, 2010 წელი

მეტალურგების გაფიცვა ზესტაფონში, 2010 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება