EN

აქცია საპენსიო სესხების ჩამოწერის მოთხოვნით

left arrow

2023

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2023 წლის 23 თებერვალი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმები

ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

საპენსიო სესხებზე მაღალი პროცენტი

ორგანიზატორი

მოძრაობა “ხმა”

მთავარი მოთხოვნა

ჩამოიწეროს საპენსიო სესხები

პროტესტის ადრესატი

“ლიბერთი ბანკი”

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

“ჩამოიწეროს საპენსიო სესხები”

შეძახილები

“ძირს ლიბერთი ბანკი”, “ჩამოიწეროს მოტყუებით გაცემული საპენსიო სესხები”

პროტესტის შედეგი

სამუშაო საათების დასრულების შემდეგ “ლიბერთი ბანკის” დაცვამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით გამოიყვანა ბანკის შენობიდან.

2023 წლის 28 თებერვალს მოძრაობა “ხმის” წევრები “ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისთან მივიდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერის მოთხოვნით. სწორედ ეს ბანკი გასცემდა პენსიებსა და სესხებს საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის. აქციის მიმდინარეობისას მონაწილეები შევიდნენ ბანკის ფოიეში, ძირს დახდნენ და განაცხადეს, რომ ტერიტორიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ, თუ მიიღებდნენ პირობას, რომ სესხები ჩამოიწერებოდა. “ძირს ლიბერთი ბანკი”, “ჩამოიწეროს მოტყუებით გაცემული საპენსიო სესხები”, — სკანდირებდნენ ისინი.

გამოცემა “პუბლიკის” ცნობით, სამუშაო საათების გასვლის შემდეგ ბანკის დაცვამ აქციის მონაწილენი ძალის გამოყენებით გამოიყვანა გარეთ, ამ შეხლა-შემოხსლის დროს ჟურნალისტებსაც ხელი შეუშალეს მუშაობაში.

ამ აქციას წინ უსწრებდა “ხმის” მიერ 2023 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებული განცხადება: „400 000-ზე მეტ ქართველ პენსიონერს ლიბერთი ბანკის 420 მილიონი ლარი აქვს ვალი. საპენსიო სესხები ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრებული ძარცვის და ანტისოციალური პოლიტიკის უტყუარი მაგალითია. კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის მგზავრობის ბარათი, პენსიაც, რომელიც რეალურად სოციალური დახმარებაა, საბანკო პროდუქტებად აქციეს […] ჩვენ ვითხოვთ, რომ პენსიონერებს ჩამოეწეროთ მძარცველური პროცენტით აღებული სესხები, რომელიც მათ ჯანდაცვისთვის, საკვებისთვის და გადაუდებელი საჭიროებისთვის აიღეს, ხოლო პენსიის დარიგება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს”.

საპროტესტო აქცია ეხმიანებოდა მთავრობის გადაწყვეტილებას, საპროცენტო სესხების 26%-დე დაწევის შესახებ, რომელიც ერთი წლით ადრე, 2022 წლის თებერვალში მიიღეს და 2023 წლიდან აამოქმედეს.  მანადე სესხის პროცენტი 30%-საც აჭარბებდა. პროცენტის დაწევას წინ უძღოდა სახალხო დამცველის აპარატის განცხადება რომლის თანახმადაც,  „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებდა სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა.სახალხო დამცველის თანახმად, 2022 წელს „საპროცენტო განაკვეთის დადგენილი რაოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატებოდა.

Media

აქცია ლიბერთი ბანკთან

აქცია ლიბერთი ბანკთან

2023 წლის 23 თებერვალი. ფოტო: პუბლიკა