საქართველოში გამართული პროტესტების ისტორია ასახავს ქვეყნის განვითარებას 1991 წლიდან და თავს უყრის ყველა იმ დიდ თუ პატარა ამბავს, რომელმაც წინააღმდეგობის სურვილი გააჩინა საზოგადოებაში
აქცია სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო
2018
პროტესტის თარიღი
2018 წლის 14 თებერვალი
გავრცელების არეალი
თბილისი, რეგიონი
პროტესტის სფერო
სოციალური პრობლემები
პროტესტის ფორმა
აქცია, მარში
პროტესტის მიზეზი
26 წლის მუშა სამუშაო ადგილზე დაიღუპა
ორგანიზატორი
აუდიტორია 115
მთავარი მოთხოვნა
შეიქმნა შრომის ინსპექცია და გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება
პროტესტის ადრესატი
ხელისუფლება
აქცია სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი ახალგაზრდის გამო
2018 წლის 14 თებერვალს თბილისში პარლამენტის შენობასთან შრომის ინსპექციის შექმნისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით სტუდენტურმა მოძრაობა აუდიტორია 115-მა აქცია გაიმართა.
პროტესტი მოჰყვა მორიგ ტრაგიკულ ფაქტს. 9 თებერვალს, თბილისში 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ის 1209-ე მუშაა, რომელიც 2011 წლიდან 2017 წლამდე სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა.
“გვამებით სავსე ქალაქი”; “აჯანყდი 1209”; “ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს” – ამ ტრანსპარანტებით სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც სამუშაო ადგილებზე დაღუპული მუშების მუყაოს ფიგურები დააწყვეს. პარლამენტის კიბეებზე გაშალეს ნაჭერიც, რომელზეც გარდაცვლილი მუშების სახელები ეწერა და დახატეს სტენსილიც. „ნუ ამახინჯებთ ქალაქს”, – პოლიციამ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
“სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს, ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
აუდიტორია 115-მა პარალელურად აქცია გამართა ბათუმშიც, აჭარის მთავრობის სახლის წინ.
Media
მუშების გარდაცვალების ამსახველი ფიგურები და ბანერები პარლამენტთან
2018 წლის 14 თებერვალი. ფოტო: თორნიკე მანდარია, On.ge
აუდიტორია 115-ის აქცია ბათუმში
14.02.2018 ფოტო: ეკა ლორთქიფანიძე, რადიო თავისუფლება