EN

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2023 წლის 23 მარტი – 5 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

ადგილის დაკავება, აქცია

პროტესტის მიზეზი

სპეციალური წამლის შემოტანის შესახებ აქონდროპლაზიის მშობელთა მოთხოვნის რამდენჯერმე გადავადება

ორგანიზატორი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

მთავარი მოთხოვნა

შემოიტანონ მედიკამენტი Voxzogo

პროტესტის ადრესატი

ჯანდაცვის სამინისტრო

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„წამალი ბავშვებს“, „ვითხოვთ მკურნალობას ჩვენი შვილებისთვის“; „ნუ წაართმევთ ჩვენს შილებს ჯანმრთელობის უფლებას“, „ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“.

შეძახილები

„წამალი დაიდოს!“

პროტესტის შედეგი

ჯანდაცვის სამინისტრო დათანხმდა მოთხოვნილი მედიკამენტების შემოტანას.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები პრეპარატ Voxzogo-ს შემოტანას 2022 წლიდან მუდმივად ითხოვდნენ, თუმცა პერმანენტული აქციები 2023 წლიდან დაიწყეს, როცა ჯანდაცვის სამინისტრომ დაპირების მიუხედავად, უარი თქვა პრეპარატის შემოტანაზე იმ მოტივით, რომ „ეფექტურობის შესახებ კვლევები დასრულებული არ არის“.

2023 წლის მარტიდან მშობლებმა წამლის მოთხოვნით პერმანენტული აქციების გამართვა დაიწყეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. 20 აპრილს მათ ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე შეხვდნენ და განაცხადეს, რომ „თუ აქონდროპლაზიის მედიკამენტს ევროკავშირის ქვეყნები დააფინანსებენ, ამას საქართველოც გააკეთებს“. 

იმის გამო, რომ მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრისგან, ამ პირობის გარდა, სხვა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს, აქციების გამართვა დაიწყეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და არ იშლებოდნენ – მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ღამეებს ათენებდნენ წვიმასა და ქარში. მშობლებს მხარდაჭერას უცხადებდნენ რიგითი ადამიანებიც, ზოგს აქციის მონაწილეებთან ცხელი სასმელი და საკვები მიჰქონდა უჩვეულოდ ცივი გაზაფხულის ღამეების გადასატანად. პარალელურად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ წამალი ბავშვებისთვის არ იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის

ინტენსიური პროტესტის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 1 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, აღნიშნული იშვიათი დაავადების გარშემო შექმნილი პრობლემები გამოვასწოროთ“. 

5 მაისს უკვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დამტკიცდებოდა პროტოკოლი, რომლითაც უნდა მომხდარიყო პაციენტების მართვა. სწორედ ამ დღეს შეწყვიტეს მშობლებმა 24-საათიანი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან. 23 მაისს აქონდროპლაზია დაემატა იშვიათი დაავადებების ჩამონათვალს, 14 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტი საქართველოში იყო. უკვე მომდევნო დღეებში ბავშვებს პირველი ინიექციები გაუკეთეს.

Media

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების საპროტესტო აქცია

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების საპროტესტო აქცია

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი, "რადიო თავისუფლება"

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების საპროტესტო აქცია, 1 თებერვალი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების საპროტესტო აქცია, 1 თებერვალი

ფოტო: ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთი"