EN

ანაგელების პროტესტი უწყლობის გამო

left arrow

2020

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2020 წლის 4 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სოფელს არ მიეწოდებოდა წყალი

ორგანიზატორი

ანაგის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება

პროტესტის ადრესატი

ადგილობრივი ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

სიღნაღის მერის მოადგილე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

2020 წლის 4 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, მოსახლეობამ საპროტესტო აქციით სცადა ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 200-მდე ოჯახს ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდა შინ წყლის მისატანად. ისინი ამბობდნენ, რომ სოფლის წყლით უზრუნველსაყოფი პროექტის დასრულებას ჯერ კიდევ წინა წელს ელოდნენ, თუმცა სამუშაოები შეჩერდა.

გამოცემა “აი, ფაქტის” ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში წყალმომარაგებაზე ბოლო ორ წელში 333 ათასი ლარი იყო დახარჯული. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეასრულა. მერიამ დასრულებული სამუშაოები 2019 წლის 26 დეკემბერს ჩაიბარა, თუმცა ანაგის მოსახლეობას წყალი ნახევარი წლის შემდეგაც არ ჰქონდა. სასმელი წყლის გარეშე ფუნქციონირებდა სოფლის სკოლა და ბაღიც.

“ცოტა მერიის ამბავი შეიძლება, ცოტა იმ სიტუაციის ბრალიც, რაც ქვეყანაში იყო, რომ ვეღარ დავადგით საშველი, ცოტა თანხების გამოყოფის ამბავიც არის… როგორც კი ეს სამუშაო დასრულდა 2019 წლის ბოლოს, ზამთარი დაემთხვა, ზამთრის პერიოდი რომ გაივლიდა შემდეგ ვაპირებდით ამის გაკეთებას, მაგრამ მერე პანდემია დაემთხვა. ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებული იყო,”- ამბობდა მერიის წარმომადგენელი.

2020 წლის 19 ივნისს მერის მოადგილე, მალხაზ ბეგიაშვილი “აი ფაქტთან” პირობა დადო, რომ მომავალ კვირაში წყალს ავზებში გაუშვებდნენ და რამდენიმე დღეში ანაგას წყალი ექნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.  ივლისის აქციაზე მისულმა სიღნაღის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრობლემა წყლის სათავე ნაგებობის ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. ის ანაგელებს დაჰპირდა, რომ სასმელ წყალს უახლოეს საათებში მიიღებდნენ.2021 წლის 1 ივლისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ანაგაში წყლის რეზერვუარს ისევ აშენებდნენ.  “სიღნაღის მუნიციპალიტეტში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს” – წერდა მერია.

Media

პროტესტი ანაგაში უწყლობის გამო

პროტესტი ანაგაში უწყლობის გამო

2020 წლის 4 ივლისი. ფოტო: რადიო თავისუფლება