EN

ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტთა აქცია

left arrow

2005

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2005 წლის 16-23 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

პროტესტის მიზეზი

ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის დაკავება

ორგანიზატორი

სტუდენტები

მთავარი მოთხოვნა

რექტორის, მერაბ ბერიძის, პატიმრობიდან გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

მერაბ ბერიძეს წინასწარი პატიმრობა თავდებობით შეუცვალეს

2005 წლის 16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის რექტორი მერაბ ბერიძე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახსნისთვის იყო საჭირო.

თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ყოფილ რექტორს, აცხადებს, რომ არ არსებობს ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რექტორის დაპატიმრებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა. 18 თებერვალს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. სამართალდამცავების თქმით, სტუდენტებმა საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც თბილისის, ახალციხისა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობა, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო. სტუდენტები მალევე გაათავისუფლეს სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ჩარევის შემდეგ.

მერაბ ბერიძე 23 თებერვალს სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პარლამენტართა ჯგუფმა ბერიძის გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა. სტუდენტთა საპროტესტო აქციაც შეწყდა.

Media

 humanrights.ge-ს ინფორმაცია

humanrights.ge-ს ინფორმაცია