EN

კახელი გლეხების აქცია კანცელარიასთან

left arrow

2004

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2004 წლის 4-7 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

დაპირების მიუხედავად კახლემა გლეხებმა ვერ მიიღეს ჩაბარებული ყურძნის საფასური

ორგანიზატორი

კახელი გლეხები

მთავარი მოთხოვნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეასრულოს დანაპირები და გლეხებს გადაუხადონ ჩაბარებული ყურძნის საფასური

პროტესტის ადრესატი

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე

პროტესტის შედეგი

მინისტრმა თქვა, რომ ყურძნის საფასური შესაბამისმა ბანკმა უნდა გასცეს. ამ შემთხვევაში სამინისტრო არაფერ შუაშია.

2004 წლის ნოემბერში სახელმწიფო კანცელარიასთან რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ კახეთიდან ჩამოსული გლეხები. ისინი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით შერვაშიძეს პირობის შეუსრულებლობას სდებენ ბრალად. მათი განცხადებით, დავით შერვაშიძე თვენახევრის წინ ჩაბარებული ყურძნის საფასურის გადახდას დაჰპირდა გლეხებს, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

“მინისტრი დაგვპირდა, რომ თანხას 20 დღეში მივიღებდით, მაგრამ ჩანს, მოგვატყუა, ამიტომ დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს ვთხოვთ”, _ აცხადებდნენ კანცელარიის წინ თავმოყრილი გლეხები. მინისტრმა კახელი გლეხების საპასუხოდ განაცხადა: “ყურძნის საფასური შესაბამისმა ბანკმა უნდა გასცეს. ამ შემთხვევაში სამინისტრო არაფერ შუაშია, ჩვენ მხოლოდ შუამავლის როლი შევასრულეთ”.

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 8-14 ნოემბერი 2004 წელი