EN

ბათუმელი მოვაჭრეების დარბევა

left arrow

2004

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2004 წლის 1-4 სექტემბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ხელისუფლების გადაწყვეტილება ბაზრის გარეუბანში გადატანის შესახებ

ორგანიზატორი

მოვაჭრეები

მთავარი მოთხოვნა

ბაზრის დატოვება ქალაქის ცენტრში

პროტესტის ადრესატი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

სპეცრაზმა შენობიდან ძალით გამოიყვანა მოვაჭრეები

მნიშვნელოვანი რესურსები

Civil.ge აჭარში პოლიციასთან მორიგი შეტაკების შედეგად 13 მოვაჭრე დაშავდა

აჭარში პოლიციასთან მორიგი შეტაკების შედეგად 13 მოვაჭრე დაშავდა

2004 წლის 23 ივლისს ბათუმის ცენტრალური ბაზრის 3000-მდე მოვაჭრემ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ აქცია გამართა. ისინი ახალ შენობაში გადასვლას აპროტესტებდნენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ვარშალომიძე სულ სამი დღის არჩეული იყო ამ თანამდებობაზე, რომელიც ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ დაიკავა. გაზეთ “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, “ვარშალომიძის ნაცვლად მათ კობა ხაბაზი შეხვდა. მოვაჭრეებს სანუგეშო მანაც ვერაფერი უთხრა და ბათუმის ქუჩებში ისევ გაგრძელდა მომიტინგეთა აქციები… ვარშალომიძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, რომლითაც გამოავლენენ აქციის ორგანიზატორებს და, შესაბამისად, პასუხს აგებინებენ”.

მოვაჭრეები 1 სექტემბერსაც შეიკრიბნენ ბათუმის ბაზრის გარეუბანში გადატანის გასაპროტესტებლად. ბაზრის შენობაში დილით აჭარის სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. თუმცა, მოვაჭრეები ვერ გამოიყვანეს. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის დავით ღლონტის განცხადებით, მოვაჭრეებთან შეტაკების შედეგად 9 პოლიციელი დაიჭრა. მოვაჭრეები იმ ღამეს ბაზარში დარჩნენ, 2 სექტემბრის გამთენიისას 500-მდე სპეცრაზმელი კვლავ შევიდა ბაზრის შენობაში და იქ მყოფები გამოყარა, რა დროსაც 13 ადამიანი დაშავდა

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 26 ივლისი - 1 აგვისტო 2004 წელი