EN

1 ივლისის აქციის დარბევა

left arrow

2004

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2004 წლის 1-2 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

მიწისძვრით დაზარალებულები

მთავარი მოთხოვნა

დაპირებული ბინების კომპენსაციის მიღება

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია, აქცია სპეცრაზმმა დაარბია

2004 წლის 1 ივლისს თბილისის მერიის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დანგრეული ბინებისთვის დაპირებული კომპენსაციების გაცემა მოითხოვეს. საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობდა მეორე ჯგუფიც, რომელიც ხელისუფლებისგან დაპირებულ ბინებს მოითხოვდა. სპეცდანიშნულების რაზმმა თემურ მღებრიშვილის ხელმძღვანელობით მშვიდობიანი აქცია დაარბია. ეს ფაქტი მეორე დღეს “თავისუფლების ინსტიტუტმა“ და “კმარას“ აქტივისტებმა გააპროტესტეს და აქცია გამართეს. ამ ფაქტის გამო დეპუტატმა კობა დავითაშვილმა და მოძრაობა “კმარამ” სასამართლოში სარჩელი  შეიტანეს. 

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “გადაჭარბებული ძალის გამოყენება აბსოლუტურად დაუშვებელია”.

Media

 civil.ge-ს ინფორმაცია

civil.ge-ს ინფორმაცია