EN

1 მაისის აქციის დაშლა

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2013 წლის 1 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

ორგანიზატორი

ლაბორატორია 1918

მთავარი მოთხოვნა

1 მაისის დასვენების დღედ გამოცხადება, უმუშევრობის კომპენსაციის დაწესება, სამუშაო ადგილებზე მომუშავეთა მიერ მენეჯმენტში აქტიური ჩარევა და სამართლიანი შრომის კოდექსის მიღება.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

„შენ არ გჭირდება ბოსი“, “დაქირავებული შრომა= დაქირავებული ცხოვრება“, “საათები შრომისთვის, წამები ცხოვრებისთვის“, “ვშრომობთ ვირები ჭამენ ბრიგადირები“, „1 მაისი-ბრძოლის დღე“, “მუშა და არა მონა“, „ძირს ინგლისური კაპიტალიზმი“, „ძალაუფლება მუშებს“, „არა სექსისტურ შრომის კოდექსს“, „კაცები „კუხნაში“ ქალები პარლამენტში“

პროტესტის შედეგი

პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა.

მნიშვნელოვანი რესურსები

სტუდენტური გაერთიანება “ლაბორატორია 1918-ის” ორგანიზებით 2013 წლის პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, მოეწყო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესება იყო. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და გადმოკიდეს ბანერი წარწერით – “თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა”. შეკრებილების სათქმელს ტრანსპარანტებიც ამბობდა –   „შენ არ გჭირდება ბოსი“, “დაქირავებული შრომა= დაქირავებული ცხოვრება“, “საათები შრომისთვის, წამები ცხოვრებისთვის“, “ვშრომობთ ვირები ჭამენ ბრიგადირები“, „1 მაისი-ბრძოლის დღე“, “მუშა და არა მონა“, „ძირს ინგლისური კაპიტალიზმი“, „ძალაუფლება მუშებს“, „არა სექსისტურ შრომის კოდექსს“, „კაცები „კუხნაში“ ქალები პარლამენტში“.

აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს ღირსეული შრომის პირობებისა და დასაქმების უფლებებისათვის ბრძოლისკენ  მოუწოდებდნენ. თქვეს, რომ საჭიროა აიძულონ ხელისუფლება, მეტად დაინტერესდეს სოციალური პრობლემებით. აქციაზე წაიკითხეს  „ლაბორატორია 1918-ის” მიერ შემუშავებული მანიფესტი და 4 მოთხოვნა: 1 მაისის დასვენების დღედ გამოცხადება, უმუშევრობის კომპენსაციის დაწესება, სამუშაო ადგილებზე მომუშავეთა მიერ მენეჯმენტში აქტიური ჩარევა და სამართლიანი შრომის კოდექსის მიღება.

აქციაზე მივიდა „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ (ლოზუნგით „ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენს ხელთაა“), საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ და დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი.

აქციამ მსვლელობა დაიწყო რუსთაველის გამზირის მიმართულებით, 1 მაისის აქციის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კინოს სახლთან მისულებს პოლიციამ მოუწოდა, არ გადასულიყვნენ ტროტუარიდან. თუმცა, როგორც სტუდენტები ამბობენ,  დიდი ნაკადის გამო მხოლოდ ტროტუარზე ვერ დაეტივნენ და სავალ ნაწილზეც გადავიდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. აქტიურობდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შსს-ს თანამშრომლები. საერთო ჯამში 15-მდე დემონსტრანტი დააკავეს. სასამართლომ 5 სტუდენტს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

“პირველ მაისს გამართული აქცია ამ სტუდენტური მოძრაობის ორწლიანი ისტორიის მანძილზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ხმაურიანი მსვლელობის შემდეგ პოლიციასთან შეტაკებამ და ოცდაათამდე აქტივისტის დაკავებამ საკმაოდ ბევრი პრობლემა წამოწია წინ: შიდაჯგუფური ორგანიზებით დაწყებული, საზოგადოების განწყობით დამთავრებული. ჯგუფის ზოგი წევრი დაშლაზეც კი საუბრობდა. მომავალზე საუბრისას ისინი აღიარებენ, რომ ორგანიზებულობა მათი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა, რომლის გამოსწორებაც მოძრაობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – წერდა გამოცემა ლიბერალი 2013 წლის 15 მაისს. 

2013 წლის 18 მაისის შემდეგ “ლაბორატორია 1918-ის” ფეისბუქ გვერდზე აღარაფერი გამოქვეყნებულა და მათი აქტივობების შესახებაც არ გავრცელებულა ინფორმაცია.

Media

ბანერი უნივერსიტეტის პირველ კორპუსზე

ბანერი უნივერსიტეტის პირველ კორპუსზე

1.05.2013 ფოტო: დავით ლობჟანიძე

სტუდენტები თსუ-ს ეზოში

სტუდენტები თსუ-ს ეზოში

1.05.2013 ფოტო: ლიბერალი

პოლიცია აკავებს დემონსტრანტებს

პოლიცია აკავებს დემონსტრანტებს

1.05.2013 ფოტო: ლაბორატორია 1918

დემონსტრანტების დაკავება

დემონსტრანტების დაკავება

1.05.2013 ფოტო: ლაბორატორია 1918