EN

წიგნის დღე – წიგნების გარეშე

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2013 წლის 23 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, ციფრული აქტივიზმი

პროტესტის მიზეზი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ რამდენიმე სტამბაში დაიბეჭდებოდა

ორგანიზატორი

წიგნის გამომცემლები და გამავრცელებლები

მთავარი მოთხოვნა

დაცული ყოფილიყო გამომცემელთა ინტელექტუალური საკუთრება

პროტესტის ადრესატი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია

2013 წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, პუშკინის სკვერში წიგნების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა არ გამართულა. დაკეტილი იყო წიგნის მაღაზიებიც. ქართველ გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა საპროტესტო აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ რამდენიმე სტამბაში დაიბეჭდებოდა და წიგნებს სკოლის მოსწავლეები უფასოდ მიიღებდნენ. ამით კი, გამომცემლების განცხადებით, სახელმძღვანელოების შემქმნელების – ავტორებისა და გამომცემლების – საავტორო და ქონებრივი უფლებები ილახებოდა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უფასოდ დარიგდეს სასკოლო სახელმძღვანელოები, საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა, თუმცა გამომცემლები ცდილობდნენ, მათთვის აეხსნათ, თუ რა იდგა მთავრობის ამ “პოპულისტური” გადაწყვეტილების უკან. გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე განმარტავდა, რომ განათლების სამინისტრო გამომცემლობების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი და გამოცდილი სასკოლო წიგნების მათ დაუკითხავად გამოყენებას ცდილობდა.

”განათლების სამინისტრომ აიღო გამზადებული წიგნები და სტამბებს დასაბეჭდად გადასცა, თანაც, ტენდერიც კი არ გამოცხადებულა სტამბების შესარჩევად. და რა გამოდის, რომ ფინანსური ანაზღაურების თვალსაზრისით, გვაძლევს პოლიგრაფიული დანახარჯების მხოლოდ 10%-ს”, – ამბობდა თამარ ლებანიძე.

პროტესტი გამომცემლობებმა საინფორმაციო ვიდეორგოლითაც გამოხატეს, რომელიც ტელეეთერსა და სოციალურ ქსელში ტრიალებდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის კომენტარი 23 აპრილის საპროტესტო აქციაზე მოკლე და კონკრეტული იყო. მან თქვა, რომ  დარდობს გამომცემლების ამ გადაწყვეტილებაზე. მონოპოლიის შექმნის თუ ინტელექტუალური საკუთრების წართმევის ბრალდებებს კი მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

”სამართლებრივ საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების გარანტი კონტრაქტია, ჩვენ კი კონტრაქტით განსაზღვრულ ყველა პირობას ვიცავთ. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რას ვარღვევთ”.

პრემიერ-მინისტრის სახელზე გამომცემლობებმა საჩივარიც დაწერეს, ბეჭდვის პროცესის შეჩერების მოთხოვნით კი  საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს. 

Media

ბანერი  წიგნის დღეს - 23.04.2013

ბანერი წიგნის დღეს - 23.04.2013

ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება