EN

ზვიად გამსახურდიას მმართველობის წინააღმდეგ

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1991 წლის 23 თებერვალი

პროტესტის ადგილი

თბილისი

პროტესტის თემა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

ორგანიზატორი

ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია

მთავარი მოთხოვნა

გადადგეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

პროტესტის ადრესატი

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

ძირს გამსახურდია!
დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები!

პროტესტის შედეგი

არ შესრულდა

შეძახილები

ჩა-უ-შე-სკუ!
მოღალატეებო!

1991 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ზვიად გამსახურდიას მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები გახშირდა.  23 თებერვალს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ  მხარდამჭერები შეკრიბა და კინოს სახლიდან, სადაც მათი პარტიის ოფისი იყო განთავსებული, მსვლელობა მოაწყო მთავრობის სასახლისკენ (დღევანდელი პარლამენტის შენობა). მომიტინგეებს შეუერთდა “კონგრესმენი ორატორი” (გულისხმობს ირაკლი წერეთელს, რომელიც წარმოადგენდა ეროვნულ კონგრესს – გამსახურდიასთან დაპირისპირებულ გაერთიანებას ეროვნული მოძრაობის შიგნით) მხატვრის სახლის აივნიდან, შეძახილებით: “ჩა-უ-შეს-კუ!”. შეძახილებს მსვლელობის მონაწილეებიც იმეორებდნენ. მთავრობის სასახლიდან კი მათ საპასუხოდ ისმოდა: “მოღალატეებო!”

ზვიად გამსახურდიას მმართველობის წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა 25 და შემდეგ 27 თებერვალსაც, ისევ რუსთაველის გამზირზე, შეძახილებით “ძირს გამსახურდია!”.

25 თებერვლის მიტინგს  მთავრობის სასახლესთან მილიციელთა კორდონი და ავტობუსების ჯაჭვით მოწყობილი ჯებირი იცავდა.  ზოგად კონტექსტს “7 დღის” პოლიტიკური მიმომხილველი ზვიად ქორიძე ასე აანალიზებს: “მაშინ, როცა მწიფდება სრულიად საკავშირო დიქტატურა, მინი დიქტატურაზე საუბარი სასაცილოც კია…”

ის ორ საზოგადოებრივ ბანაკად გაყოფილი ადამიანების არსენალიდან პოლიტიკური მეთოდების გაქრობაზე მიუთითებს. აღნიშნავს, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილია უზენაესი საბჭოს და ეროვნული კონგრესის პოლიტიკურ კონცეფციებს შორის დავა. პოპულისტური მოძრაობა “ზვიადიზმის” წიაღში კი იბადება ასევე პოპულისტური მოძრაობა “ანტიზვიადიზმი”. 

Media

ირაკლი წერეთელი ზვიად გამსახურიას მმართველობის საწინააღმდეგო მსვლელობაზე

ირაკლი წერეთელი ზვიად გამსახურიას მმართველობის საწინააღმდეგო მსვლელობაზე

გაზეთი "7 დღე"