EN

ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია დეპუტატის დასჯის მოთხოვნით

left arrow

2006

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2006 წლის 19 ივნისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

15 ივნისს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავს დაესხნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მომხდარის ორგანიზატორი დასჯილი არ იყო

ორგანიზატორი

კახეთში მომუშავე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები

მთავარი მოთხოვნა

შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, დარბევაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების გამოვლენასა და დასჯა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ერთი კი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა სასამართლო სხდომამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – “იურისტთა განვითარების ცენტრმა” და “ადამიანის უფლებათა დაცვის და სადოკუმენტაციო ცენტრის” ხელმძღვანელებმა, კახეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებთან ერთად, სიღნაღის რაიონის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია 2006 წლის 29 ივნისს გამართეს. აქციის მონაწილეები 15 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების გააქტიურებას, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, დარბევაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ. დაზარალებულმა ჟურნალისტებმა ამ მოთხოვნების ამსახველი პლაკატები პროკურატურის წინ მდებარე ბაღში გააკრეს.

საუბარია 15 ივნისს სოფელ ანაგაში მომხდარ ინციდენტზე, როცა არასამთავრობოების მიერ თვითმმართველობის მხარდასაჭერად გამართული თეატრალიზებული აქციის დროს ორგანიზატორები და ჟურნალისტები დაარბიეს, დაამტვრიეს ვიდეოკამერები, მიკროფონები და ფოტოაპარატები, ხოლო ტელეკომპანია “თანამგზავრისა” და გაზეთების – “24 საათისა” და “სპექტრის” კორესპონდენტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტები და აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარის უკან “ნაციონალური მოძრაობის” სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავდროულად დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი დგას.

“დასკვნა ერთია, კვალი აბულაშვილამდე მიდის, დღევანდელი ჩვენი აქციის მიზეზიც სწორედ ის არის, გაირკვეს, ვინ არის მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორი”, – ამბობს თელავის რაიონული ტელეკომპანიის “თანამგზავრის” კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი.

მართალია აქციის დარბევაში მონაწილე სამი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ არასამთავრობოები დარბევაში მონაწილე კიდევ რამდენიმე პიროვნების დასჯასაც მოითხოვდნენ. გარდა ამისა, სურდათ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, რომლებიც ინცინდენტის დღეს მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ.

ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ აქციას სიღნაღის რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი გამოეხმაურა. “გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე დღეს დაიწყო და დაპატიმრებულია ორი პიროვნება. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია. არ არის გამორიცხული, რომ დარბევაში მონაწილეობის ბრალდებით რამდენიმე პირი კიდევ დავაკავოთ”, – განაცხადა პროკურორმა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ანაგაში მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება 18 ივნისს შეუფარდა.

სოფელ ვაქირის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ სოსო ნანობაშვილს და ვაქირში მცხოვრებ ბაჩო მუნჯიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ჯემალ დემეტრაშვილს, გირაოს სახით, ხუთი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

"24 საათი", 2006 წლის 29 ივნისი