EN

წნისის მოსახლეობის პიკეტი

left arrow

1997

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1997 წლის 5 ოქტომბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის მიზეზი

ელ.ენერგიის მიწოდების გრაფიკის დარღვევა

პროტესტის ფორმები

პიკეტი

ორგანიზატორი

წნისის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება და “ელქსელები”

პროტესტის შედეგი

ელქსელების წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებდნენ.

1997 წლის ოქტომბერში წნისის მოსახლეობამ, უმეტესად ქალებმა, ახალციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რის შემდეგაც შეწყდა მოძრაობა და უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა. წნისელების პროტესტის მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის უხეში დარღვევა იყო. მათ ბოლო დღეებში 24 საათი სულ რაღაც წუთებით მიეწოდებათ დენი. მოსახლეობა ამბობდა, რომ ელექტროენერგიის საფასური ხელფასიდან და პენსიებიდან ექვითებათ, თუმცა გრაფიკითაც ვერ იღებენ დენს. წნისის მოსახლეობის პიკეტი რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოლიციამ ჩახერგილი გზის გახსნა სცადა, რის გამოც ქალებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვაც მოუწიათ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ახალციხის გამგეობის თავმჯდომარე, რაიონის პოლიციის უფროსი, ელქსელების მესვეურნი, რომლებიც მოსახლეობას ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას დაჰპირდნენ. გაზეთი “7 დღის” ცნობით, ორი დღე მართლაც ჰქონდათ სინათლე, თუმცა ორშაბათს კვლავ ძველი სიტუაცია გამეორდა.

Media

ამონარიდი სტატიიდან

ამონარიდი სტატიიდან

გაზეთი "7 დღე", 1997 წელი