2019 წლის 18 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე
თბილისი
სამართალი
აქცია
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება
ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება
ხელისუფლება
„თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“, „ექიმები საზღვრებს გარეშე“, „თავისუფლება ვაჟა ექიმს“
თეთრი ხალათები https://netgazeti.ge/news/406811/
დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი გაათვისუფლეს
2019 წლის წლის 9-11 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა, მათგან სამს ფულად ჯარიმა დააკისრეს, მეოთხეს – ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს კი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახი ამბობდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის დასახმარებლად გადავიდა – 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა, მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ნაწილში ვერ გადაჰყავდათ, რადგან საოკუპაციო ძალებს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდათ.
საპატიმროდან გათავისუფლებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, შეხდა ექიმი დავით ღვინიაშვილი. ის მათ ნაამბობზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილისგან გათავისუფლების სანაცვლოდ საოკუპაციო რეჟიმი ითხოვდა „საზღვრის კვეთა ეღიარებინა“: „ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ“.
მის გასათავისუფლებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარებას ითხოვდნენ. ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა აშშ-ის საელჩომაც. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი 17 ნოემბერს ამბობდა, რომ „განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში“. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი ამბობდა, რომ ე.წ. საზღვრის კვეთა ქართული პოლიტიკის მიზანმიმართული გაგრძელებაა.
„თავისუფლება ვაჟა ექიმს“ – ამ სახელწოდებით გამართეს „თეთრხალათიანებმა აქცია“ 18 ნოემბერს დილის 12:00 საათზე ექვს ქალაქში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წინ. თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შეკრებილმა ექიმებმა ცხინვალელ კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართეს მხარდაჭერისთვის. ოჯახი ფიქრობდა, რომ მისი გათავისუფლებისთვის აუცილებელი იყო საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო გააქტიურებულიყვნენ.
15 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მოწოდებით მოქალაქეების ნაწილი თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბინენ და საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ოჯახმა იმის საილუსტრაციოდ, რომ საექიმო საქმიანობას საზღვრები არ აქვს, საოკუპაციო ხაზთან თეთრ ბუშტებზე მიმაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.
უფრო ადრე, 14 დეკემბერს, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ გაფრინდაშვილის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას გეგმავდა, ქართული ოცნების დეპუტატმა თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძემ თქვა, რომ „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს!“ იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მას თანამდებობა არ უნდა დაეტოვებინა, რადგან „ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი“. თუმცა 18 დეკემბერს ის პარტიიდან გარიცხეს.
20 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, რომ არ აღიარებდა განაჩენის ლეგიტიმურობას, ევროკავშირმა კი მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.28 დეკემბერს, 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი დე ფაქტო სახელისუფლებო მედია აცხადებდა, რომ ის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.