EN

And Then We Danced კინოჩვენების წინააღმდეგ

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 8 – 10 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

ქვიარ უფლებები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ფილმის And Then We Danced -ის ჩვენება

ლიდერები, ორგანიზატორი

სანდრო ბრეგაძე, ლევან ვასაძე, “ქართული მარში”

მთავარი მოთხოვნა

არ გასულიყო კინოთეატრებში ფილმი And Then We Danced

პროტესტის ადრესატი

კინოთეატრების ადმინისტრაცია, ხელისუფლება

ტრანსპარანტები

„ხელისუფლება პედარასტიის, სიბილწის დამცველი და მხარდამჭერია“

შეძახილები

„სირცხვილი, სირცხვილი“,  „საქართველო, საქართველო”, „არა გეი პროპაგანდას!”

ვიზუალური ელემენტები

ჯვარი

პროტესტის შედეგი

კინოჩვენება არ გაუქმდა.

2019 წლის კანის კინოფესტივალზე ქართულ-შვედური ფილმი – And Then We Danced (და ჩვენ ვიცეკვეთ) საუკეთესო ფილმებში მეშვიდე ადგილზე გავიდა. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ლევან გელბახიანი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი არიან.  საქართველოს კინოთეატრებში გეი დრამის ჩვენებისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

კინოჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გაიმართა. 8 ნოემბერს, კინოჩვენების გამართვამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დაიწყეს შესწავლა, შეიცავდა თუ არა ფილმი პორნოგრაფიის ნიშნებს. 

ჰომოფობიური ჯგუფები კინოჩვენების ჩაშლას გეგმავდნენ. საპატრიარქომ 6 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას“. რამდენიმე დღით ადრე, 31 ოქტომბერს ჰომოფობიური გაერთიანების „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ არ დაუშვებდა ამ ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას.

8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში კინოთეატრებთან პოლიცია კინოჩვენების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდა. სიძულვილის ჯგუფების განსაკუთრებული მობილიზება იყო თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“. იქ რადიკალურად განწყობილი ადამიანები ისროდნენ მაშხალებს, იგინებოდნენ და ისმოდა შეძახილები: „სირცხვილი, სირცხვილი“ და „საქართველო, საქართველო“. ისინი პოლიციისგან მოითხოვდნენ კორდონი გაეხსნათ და შენობაში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. 

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოშიც“ ცდილობდნენ შესვლას ჰომოფობიური ჯგუფის წევრები. დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს კინოთეატრში. იქაც ასეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

წინააღმდეგობის მიუხედავად, კინოჩვენება დათქმულ დროს, 19:30 საათზე დაიწყო. პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანიდავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 – ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით იძიებდნენ ოთხ ფაქტს: შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანება, დავით ბერძენიშვილზე თავდასხმა, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანება, პოლიციელებზე თავდასხმა და ორი პოლიციელის დაშავება. ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების გამო დაკავებული იყო შალვა შევარდნაძე. მას 2020 წლის პირველ ივლისს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Media

ჰომოფობიური აქცია ამირანთან

ჰომოფობიური აქცია ამირანთან

2019 წლის 8 ნოემბერი, ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

აქციაზე დაშავდა ანა სუბელიანი

აქციაზე დაშავდა ანა სუბელიანი

2019 წლის 8 ნოემბერი, ფოტო: ინტერპრესნიუსი