EN

წითელი ბარათი ხელისუფლებას

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2015 წლის 21 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

ნაციონალური მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

მთავრობის გადადგომა.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ხელისუფლების აზრით, მსგავსი ტიპის დემონსტრაციებისთვის ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირს

მნიშვნელოვანი რესურსები

“ფოტორეპორტაჟი
https://www.radiotavisupleba.ge/a/26913369.html”

2015 წლის 21 მარტს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა იყო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, როგორც ხელისუფლების გაფრთხილების სიმბოლო. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას უმოქმედობაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და ლარის გაუფასურებაში, ასევე, ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.  

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილის მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხალხს თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან მიმართავდნენ. აქციაზე ბრიუსელიდან ჩართეს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მოუწოდა ხალხს მოქმედი მთავრობის სახლში გაშვებისაკენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, ისინი მთავრობის შესაცვლელად ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიოდნენ და არც რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავდნენ. საქართველოს ხელისუფლებაში კი ფიქრობდნენ, რომ მსგავსი ტიპის დემონსტრაციებისთვის ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირდა. 21 მარტის აქცია ორ საათის შემდეგ მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიანად დასრულდა. მას გაგრძელება არ მოჰყოლია.

Media

ნაციონალური მოძრაობის აქცია

ნაციონალური მოძრაობის აქცია

2015 წლის 21 მარტი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება