EN

პროტესტი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა დღეს

left arrow

2015

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2015 წლის 28 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

18 აპრილს სამუშაო ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

ორგანიზატორი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

მთავარი მოთხოვნა

შრომის ინსპექციის აღდგენა და უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნა

პროტესტის ადრესატი

ეკონომიკის სამინისტრო

ტრანსპარანტები

მოვითხოვთ რატიფიცირებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 155-ე კონვენციისა – უსაფრთხოება და ჰიგიენა სამუშაო ადგილებზე

2015 წელს 28 აპრილი, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე, საპროტესტო აქციით აღნიშნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, რომლის წევრები ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და შრომის ინსპექციის აღდგენა და უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნა მოითხოვეს. პროფკავშირების მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41 ადამიანი, ხოლო 66 დაშავდა. 

აქციის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე, 18 აპრილს, სამუშაო ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ხულოს რაიონში ჰესის მშენებლობაზე, სადაც დამხმარე შენობა-ნაგებობის მოშლის დროს ამწის ხიდი გადატყდა და სიმაღლიდან ხარაჩო ჩამოვარდა. 28 აპრილს ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილმა პროფკავშირების თანამშრომლებმა ხელისუფლების ყველა შტოს შეახსენეს, რომ სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაღუპულ და დასახიჩრებულ ადამიანებზე და რომ 28 აპრილი არის მათი გაფრთხილების დღე. “მოვითხოვთ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და „მოვითხოვთ რატიფიცირებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 155-ე კონვენციისა – უსაფრთხოება და ჰიგიენა სამუშაო ადგილებზე“, – ეწერათ ტრანსპარანტებზე.

2015 წლის 21 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექცია, რომლის მოქმედების ფორმატი მოიცავდა როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ისე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. ინსპექტორებს კი შეფასებისთვის უნდა გამოეყენებინათ საერთაშორისო სტანდარტის Health Safety and Environment პროტოკოლი, თუმცა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აზრით, ქმედითი მექანიზმები მაინც ვერ შეიქმნა. 

Media

აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

2015 წლის 28 აპრილი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება