EN

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 18 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

თვითმმართველობის წევრებმა სცემეს სტუდენტები, რომლებიც ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას ითხოვდნენ

ორგანიზატორი

სტუდენტები

მთავარი მოთხოვნა

იმ სტუდენტების გარიცხვა მოითხოვეს, რომლებიც სხვა სტუდენტების ცემაში მონაწილეობდნენ. თსუ-ს თვითმმართველობის სრული ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება

მთავარი მოთხოვნა

იმ სტუდენტების გარიცხვა მოითხოვეს, რომლებიც სხვა სტუდენტების ცემაში მონაწილეობდნენ. თსუ-ს თვითმმართველობის სრული ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება

პროტესტის ადრესატი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

”უკეთეს განათლებას ვიმსახურებთ”, ”ბიუჯეტი მოხმარდეს სტუდენტებს”, მორჩა ტყუილი! უნივერსიტეტი მოძალადეების გარეშე! მოვითხოვთ ვადამდელ თვითმმართველობის არჩევნებს! გადადგეს თანამდებობიდან რექტორი!

პროტესტის შედეგი

აქცია უშედეგოდ დასრულდა.

მნიშვნელოვანი რესურსები

სტუდია მონიტორის ფილმი

ნეტგაზეთის ვიდეო

2011 წლის 18 აპრილს სტუდენტები და მათი მხარდამჭერები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების ძალადობის წინააღმდეგ შეიკრიბნენ . აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი „თარგმნე“ იყო, თუმცა პროტესტს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი და მათი მეგობრებიც შეუერთდნენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ქავთარაძის თქმით, უნივერსიტეტთან აქციის გამართვის მიზეზი 15 აპრილს თსუ-ს მეხუთე კორპუსში განვითარებული მოვლენები გახდა.

ამ დღეს საინიციატივო ჯგუფმა „თარგმნე“ გამართა პრეზენტაცია, რომელზეც სტუდენტებმა უნივერსიტეტში სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს: კერძოდ, თსუ-ში სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი ინგლისურენოვანი იყო, ნაწილი კი – უხარისხოდ ნათარგმნი. ამიტომ ისინი ითხოვდნენ,  ხარისხიანი სასწავლო ლიტერატურის თარგმნას. ამ საკითხზე დისკუსიას მოჰყვა პრეტენზიები თსუ-ს თვითმმართველობის მიმართაც. სტუდენტებმა თქვეს, რომ  თვითმმართველობის წევრების “საზღვარგარეთ ვოიაჟებსა და გართობის ნაცვლად”, ჯობია თანხა წიგნების თარგმნაზე იხარჯებოდეს. პრეტენზიებს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მხრიდან აგრესია მოჰყვა, მათ რამდენიმე სტუდენტი სცემეს.

18 აპრილს გამართულ აქციაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტის თვითმმართველობას უნდობლობა გამოუცხადეს და მოითხოვეს მათი გარიცხვა სასწავლებლიდან, ვინც სხვა სტუდენტების ცემაში მონაწილეობდნენ. მათ, ასევე, მოითხოვეს თსუ-ს თვითმმართველობის სრული ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება.

ამ აქციას შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა მომდევნო სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორია 1918-ის შექმნის საფუძვლად იქცა. სტუდენტები 2011 წელს გამოქვეყნებულ პირველ მანიფესტში წერდნენ

„ლაბორატორია 1918“ იქნება სტუდენტთა და პედაგოგთა თვითორგანიზაციის პრინციპზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცის მოდელი უნივერსიტეტში, სადაც პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავებთ თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისათვის და უნივერსიტეტი გახდება სამოქალაქო საზოგადოების ავანგარდი. სწორედ ამგვარ უნივერსიტეტს იმსახურებს საზოგადოება, რომელიც უარს ამბობს თვითმოტყუებასა და ძალისადმი მორჩილებაზე, და ორიენტაციას იღებს განვითარებასა და თავისუფლებაზე”. 

Media

სტუდენტების აქცია თსუ-სთან. 2011 წლის 18 აპრილი

სტუდენტების აქცია თსუ-სთან. 2011 წლის 18 აპრილი

ფოტო "ნეტგაზეთის" ვიდეოდან