EN

სოლიდარობა “მედიაპალიტრას”

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 13 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

პალიტრის ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ფინანსური შემოწმების დაწყება

ორგანიზატორი

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

მთავარი მოთხოვნა

ფინანსური შემოწმება მედიაზე ზეწოლად არ გამოყენებულიყო

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები

სოლიდარობა პალიტრამედიას

ვიზუალური ელემენტები

ბეჭდური გამოცემები ყდაზე ერთი წარწერით გამოიცა.

პროტესტის შედეგი

პალიტრის კომპანიები მცირე თანხით დააჯარიმეს, თუმცა მათ ფუნქციონირებას პრობლემა არ შეჰქმნია.

2011 წლის 7 ივნისს ”მედიაპალიტრის” ჰოლდინგის წევრ ექვს კომპანიაში შემოსავლების სამსახური ერთდროულად შევიდა და 4 კომპანიის საწყობი დალუქა. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. ”მედიაპალიტრას” სოლიდარობა სხვა მედიასაშუალებებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოუცხადეს. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებდა,  ეჭვობდა, რომ “მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ  „პალიტრამ” ფართოდ  გააშუქა 2011 წლის 26 მაისს პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევა.

13 ივნისს, კოალიციის ინიციატივით, ყველა ბეჭდური გამოცემის პირველ გვერდზე გამოიტანეს წარწერა: “სოლიდარობა “მედიაპალიტრას!” გაზეთ “კვირის პალიტრას” კი ეწერა: “გმადლობათ სოლიდარობისთვის!”

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე განმარტავდა, რომ ამ აქციის მიზანი იყო, ერთი მხრივ, ხელისუფლება დაფიქრებულიყო იმაზე, თუ როგორ არ შეიძლება ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება და, მეორე მხრივ, თავად ჟურნალისტებს ეგრძნოთ, თუ “რამდენად საჭიროა ასეთ დროს სოლიდარობა”.

საბოლოოდ, “პალიტრის” კომპანიების შემოწმება 50 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა და მცირე რაოდენობის ჯარიმის  დაკისრებით დასრულდა. 

Media

გამოცემების პირველი გვერდი - 2011 წლის 13 ივნისი

გამოცემების პირველი გვერდი - 2011 წლის 13 ივნისი

ფოტო ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება