2019 წლის 14 ივნისი
თბილისი
ლგბტ უფლებები
აქცია
შსს-მ თქვა, რომ ვერ დაიცავდა თბილისი პრაიდის უსაფრთხოებას
თბილისი პრაიდი
ოფიციალური პირებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებები გაეკეთებინათ
მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე
“გამოდი სიყვარულისთვის”, “გამოდი ღირსებისთვის”, “გამოდი თავისუფლებისთვის, “გამოდი ღირსებისთვის”
მაღალი თანამდებობის პირებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
“https://civil.ge/ka/archives/308548
ფოტორეპორტაჟი https://shorturl.at/kKVu1”
2019 წლის 14 ივნისს Tbilisi Pride-მა მთავრობის კანცელარიასთან აქცია დაანონსა. ამას წინ რამდენიმე საგულისხმო ამბავი უძღოდა – თბილისი პრაიდი 18-23 ივნისს პრაიდის კვირეულს გეგმავდა, რის შესახებაც შსს-სთან ჰქონდა კომუნიკაცია. თუმცა 31 მაისს შსს-მ განაცხადა, რომ ისინი თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოებას ვერ დაიცავდნენ. თავის მხრივ, საპატრიარქომაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან მარშის ჩატარება.
“თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. დროა და გადამწყვეტია, დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება”, – ეწერა განცხადებაში.
14 ივნისს საღამოს კანცელარიასთან მისულ აქტივისტებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ. მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცათ, ამიტომ საპროტესტო შეკრებამ კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც მათ აგრესიული ჯგუფებისგან ასეულობით პოლიციელი ჰყოფდა. “გამოდი სიყვარულისთვის”; “გამოდი ღირსებისთვის”; “გამოდი თავისუფლებისთვის”; “გამოდი ღირსებისთვის” – ამ წარწერებიანი ბანერებით ისხდნენ კიბეებზე აქტივისტები.
მათ საწინააღმდეგოდ, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, სასულიერო პირები, ქართული მარშის აქტივისტები და ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მათ ტრანპარანტებზე ეწერა: “ჰომოსექსუალები თუ არ შეინანიებენ, ჯოჯოხეთში დაიწვებიან”. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვიარ აქტივისტებს. ასევე, ისროდნენ ბოთლებს, კვერცხებსა და ბურთებს. აგრესიულები იყვნენ მედიის მიმართაც. ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციაზე მივიდა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, სურდა ადგილზე გაცნობოდა ვითარებას.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ქვიარ თემის აქციის მონაწილეებთან მისვლა რამდენჯერმე სცადეს.
აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა რესპუბლიკური პარტიიდან და “ევროპული საქართველოდან”. მათი თქმით, სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების პრინციპს არ იცავს და ქვიარ აქტივისტებს თავისუფალ მანიფესტაციაში ეშლებათ ხელი. სიტუაციის შესასწავლად მივიდა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძეც, რომელსაც კონტრაქციის წარმომადგენლები აგრესიითა და მუქარის შემცველი შეძახილებით შეხვდნენ.
ქვიარ თემის წარმომადგენლები აცხადებედნენ, რომ ისინი ტერიტორიას იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ ოფიციალური პირებისგან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით შესაბამის განმარტებებს არ გააკეთებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის პირებს მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ პოლიციელების თანხმლებით კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია მაინც დატოვეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც კონტრაქციის წარმომადგენელები დარწმუნდნენ, რომ ქვიარ თემის აქტივისტებმა კანცელარიის ტერიტორია ნამდვილად დატოვეს, დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მათაც მიიღეს.
შსს-მ განაცხადა, რომ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ.