EN

რუსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2023 წლის 27 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლა

ორგანიზატორი

სამოქალაქო აქტივისტები

მთავარი მოთხოვნა

არ შესულიყო ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერი

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

ტრანსპარანტები

Русский корабль, иди на…й „პუტინი ოკუპანტია“, „ერთიან საქართველოს გაუმარჯოს“

პროტესტის შედეგი

გემი პორტში შემოვიდა, თუმცა აღარ გაგრძელებულა საქართველოს გავლით მსგავსი სერვისები

2023 წლის 22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ დაიწყო ახალი მარშრუტის შესრულება, რომელიც საქართველოს საზღვაო ქალაქში გაჩერებასაც გულისხმობდა. ეს ინფორმაცია ქართული აუდიტორიისთვის ცნობილი 25 ივლისს გახდა.  საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში თქვეს, რომ გემი „რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“, გარდა ამისა, აღნიშნეს, რომ გემი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავდა და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურებოდა.

Astoria Grande ბათუმის პორტში 27 ივლისს დილით შევიდა. გემზე 850 მგზავრი იყო, ბათუმში კი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ადგილობრივი კერძების გასასინჯად გაჩერდნენ. პორტის ტერიტორია ტურისტებმა ავტობუსებით დატოვეს.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა, რომელსაც აგვისტოს ომი ახსოვს, ამ გემის ქვეყნის საზღვრებში შემოსვლა „პუტინის შემოჭრად“ აღიქვა და სწორედ ამიტომ ბათუმის პორტში აქცია გამართა. ათეულობით ადამიანი – აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეძახილებით “Русский корабль, иди на…й” აცილებდნენ  რუს ტურისტებს.

რუსი ტურისტებისთვის დისკომფორტის ასარიდებლად ქართულ პოლიციას პორტში ჯებირი ჰქონდა გავლებული და აქციის მონაწილეებს გემთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. გემმა პორტი საღამოს დატოვა. 

28 ივლისს სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდა პორტში გამართულ აქციას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ ამაყი იყო ქართველი ხალხით. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო რუსი ტურისტების საკრუიზო ლაინერის მიმართ რეაქცია.

Media

პროტესტი ბათუმში რუსული ლაინერის შესვლის გამო

პროტესტი ბათუმში რუსული ლაინერის შესვლის გამო

2023 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი, ბათუმელები